GEL1190
In stock
+

Zenith - ქორალის ქვის სამაჯური. ბრენდი Atolyestone. აწყობილია ხელით. 8მმ ბურთულები. შავი ფიანიტის კრისტალებით გაფორმებული სუფთა ვერცხლისაგან დამზადებული Atolyestone-ის საფირმო ბურთულა (10,6გრ). ექსკლუზიურ დიზაინში გამოყენებულია მაკრამეს კვანძები. გრავირებული ბრენდის სახელი. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია ბრიტანეთში, ლონდონში.

ქორალი - იგივე მარჯანის ქვა წარმოადგენს ზღვის ცხოველების ჩონჩხს, რომელიც ყალიბდება რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ზღვის ფსკერზე. წარმოქმნის პროცესში მონაწილეობენ მინერალები კალციტი და არაგონიტი. საბოლოო სახეს იგი იძენს ზღვის მარილიანი წყლის მეშვეობით, რომელიც მასზე ათწლეულობის განმავლობაში ზემოქმედებს. მსოფლიოში გავრცელებულია მარჯანის 6000-ზე მეტი სახეობა. მისი ფერთა გამა მერყეობს თეთრსა და მუქ წითელს შორის, რაც დამოკიდეუბულია მოპოვების ადგილსა და იმ მინარევებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში მონაწილეობენ. ძველ ეგვიპტეში მარჯანი უკვდავების სიმბოლოდ ითვლებოდა. შუმერები ქორალს არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და თვლიდნენ, რომ იგი ადამიანს იცავდა მოგზაურობის პერიოდში ნეგატიური ზეგავლენისაგან. საიუველირო ინდუსტრიაში აღნიშნული მინერალი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკაულებისა და აქსეუარების დასამზადებლად. თანამედროვე მოდის სამყაროში მარჯანი ერთ-ერთი აქტუალური და ტრენდული ქვაა. მისგან იქმნება არაერთი ულამაზესი და გამორჩეული სამკაული.

Atolyestone წარმოადგენს უმაღლესი დონის საუიველირო ბრენდს, რომლის მთავარი ოფისიც მდებარეობს ლონდონში. Atolyestone-ის მთავარი მიზანია იდეალურად და ჰარმონიულად შეახამოს ერთმანეთთან ტრადიციული ქვები და ამულეტები, თანამედროვე ოქროსა და ვერცხლის სტილთან. დღესდღეობით Atolyestone რჩება ერთგული თავისი ორიგინალური სტილის და ამასთანავე იდეალურად ახდენს მსოფლიო უმაღლესი საიუველირო სტილის წარმოჩენას განსხვავებული სახით.

Atolyestone-ი მიისწრაფის შექმნას უნიკალური დიზაინის საიუველირო ნაწარმი და აქსესუარები, რომელიც განსხვავებული იქნება არსებული ნორმისაგან. პროდუქციის შექმნისას გამოყენებული უმაღლესი ხარისხის მასალა და თითოეული ნაწილის სიღმრისეულად შესწავლა, მათ კოლექციას სძენს გამძლეობასა და უნიკალურობას. დიზაინერების კრეატიულობა და მათი ნიჭი Atolyestone-ის კოლექციას გამოარჩევს სხვა ბრენდებისგან.