ჩვენს შესახებ

„კლასიკ რუმი“ წარმოადგენს ქართულ ონლაინ მაღაზიას, რომელიც გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების აქსესუარებსა და სამკაულებს. თითოეული საიუვილერო ნაწარმი დამზადებულია უნიკალური მინერალებისა და კრისტალებისგან, აგრეთვე გამოყენებულია სხვადასხვა ძვირფასი ლითონის დეტალები, რომლებიც სამკაულს განსაკუთრებულ ელეგანტურობას ანიჭებს. ქვები მოპოვებული და დამუშავებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თითოეულ წარმოდგენილ ბრენდს გააჩნია საკუთარი უნიკალური სტილი, რომელიც გამოირჩევა კლასიკური და ამავდროულად ექსტრავაგანტური დიზაინით. აქსესუარებში გამოყენებული იშვიათი მინერალები და აგრეთვე უნიკალური დეტალები აწყობილია ხელით, რაც თითოეულ სამკაულს სძენს ინდივიდუალურობასა და განსხვავებულ იერს.