Two Tone Lion

GEL290
No products with the selected options in stock

Two Tone Lion - საფირმო ლომის ორნამენტით გაფორმებული ბეჭედი. ბრენდი Zorrata. მაღალი ხარისხის 14 კარატიან ოქროში ამოვლებული ორნამენტი. ბეჭდის ზედაპირი დაფარულია შავი როდიუმით. გრავირებული ბრენდის სახელი. დამზადებულია აშშ-ში.

როდიუმი - 1803 წელს ინგლისელმა მეცნიერმა ვოლასტონმა აღმოაჩინა. სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან და ნიშნავს ვარდს. მისი მოპოვების არეალი საკმაოდ შეზღუდულია, ძირითადად გავრცელებულია დედამიწის ქერქში. იგი საკმაოდ ძვირფასი და ლამაზი ლითონია. გააჩნია ფართო ფერთა სპექტრი. აგრეთვე გამოირჩევა ბუნებრივი ბრწყინვალებით. საიუველირო ინდუსტრიაში მისი გამოყენება დაიწყეს მეოცე საუკუნეში. როდიუმი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე მოდის სამყაროში უნიკალური თვისებების გამო. იგი საკუთარი ბრწყინვალების მეშვეობით კარგად შეეხამება ძვირადღირებულ მინერალურ ქვებს და აქტიურად იყენებენ სხვადასხვა აქსესუარების დასამზადებლად.

Two Tone Lion - შექმნილია გამორჩეული ელეგანტური სტილის მქონე ბრენდის Zorrata-ს მიერ. ზორატა წარმოადგენს სამკაულების ბრენდს, რომლის მთავარი ინსპირაცია ბუნება და თანამედროვე ხელოვნებაა. აქსესუარებში გამოყენებული ბუნებრივი მინერალები და ორნამენტები განსაკუთრებულ სახეს სძენს თითოეულ დეტალს, აგრეთვე იგრძნობა ბრენდის ინდივიდუალური მიდგომა სტილთან. უნიკალური დიზაინი იქმნება კანადაში, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ბრენდი ორიენტირებულია ხარისხსა და დახვეწილ დიზაინზე. ზორატა დღესდღეობით გლობალური ბრენდია, რომელიც გთავაზობთ მოდერნისტულ და ამავდროულად კლასიკურ პროდუქციას.