GEL560
არ არის გაყიდვაში

Tommaso - ალიგატორის ტყავის სამაჯური. ბრენდი Zenger. აწყობილია ხელით. 10მმ ორნამენტი გაფორმებული ალიგატორის ტყავის უნიკალური დეტალით. მაღალი ხარისხის 14 კარატიან ოქროში ამოვლებული უჟანგავი მეტალისგან დამზადებული საფირმო ბურთულა. ექსკლუზიურ დიზაინში გამოყენებულია მაკრამეს კვანძები. გრავირებული ბრენდის სახელი. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია აშშ-ში, ნიუ-იორკში.

ალიგატორი - მიეკუთვნება ნიანგების რიგს. ცნობილია ორი სახეობა: მისისიპის ალიგატორი (Alligator mississippliensis), 6,3 მ-მდე სიგრძისა, დიდი რაოდენობით გვხვდებოდა ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩინური ალიგატორი (Alligator sinensis), 2,5 მ-მდე სიგრძისა. გვხვდება მდინარე იანძიანის ქვემოწელში.

Zenger დაარსდა ბრუკლინში, ნიუ იორკში, რომლის მთავარი მიზანიცაა მიაწოდოს მომხარებელს მაღალი ხარისხის სამკაულები და აქსესუარები. თითოეული დეტალი გამოირჩევა უნიკალური და ინდივიდუალური სტილით, რომელიც დამახასიათებელია ამ ბრენდისთვის. დიზაინერების მთავარი მიზანია თითოეული დეტალის სრულყოფილებამდე მიყვანა და განსხვავებული, ელეგანტური ორნამენტებით საუცხოო აქსესუარების შექმნა. გამოყენებული ძვირფასი მინერალები და ბრენდის განსხვავებული მიდგომა სამკაულებს უნიკალურობას სძენს.