4513 RUB
გაყიდვაშია
+

Sparta - ვულკანური ქვის სამაჯური, ანტიკური მუზარადის ფორმის დეტალით. ბრენდი Zenger. აწყობილია ხელით. მაღალი ხარისხის თეთრი ოქროთი მოოქროვილი მეტალი. 8მმ ბურთულები. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია აშშ-ში, ნიუ-იორკში, ბრუკლინში.

ვულკანური ქვა - წარმოიქმნება ვუნკანიდან გავარვარებული მაგმური მასის დედამიწის ზედაპირზე ამოფრქვევის დროს. ამ ცხელი მასის გაციებისას ან წყალთან კონტაქტის დამყარების დროს ვიღებთ ზემოაღნიშნულ ფოროვან მინერალს. შემადგენლობაში თითქმის ყველა მინარევია, რადგანაც იგი გადის ათეულობით ფენას დედამიწის ქანებში. მას გააჩნია რამდენიმე სახესხვაობა წარმოქმნის ადგილიდან გამომდინარე, განსხვავებულია აგრეთვე ფერთა სპექტრიც, რომელიც ძირითადად მუქ ფერებში მერყეობს. მისი მეორე სახელწოდებაა ბაზალტი, რომელიც ეთიოპური სიტყვისგან, „basal, bselt“ მომდინარეობს. ვულკანურ ქვას უძველესი დროიდან იყენებდნენ სხვადასხვა კულტურებში და მისგან ამზადებდნენ, როგორც ღმერთების ქანდაკებებს აგრეთვე სამკაულებს. რამდენიმე ათეული წლის წინ იუველირებმა დაიწყეს ამ მინერალის შეთავსება სხვადასხვა ძვირფას ლითონებთან და ამ კომბინაციით აქსესუარების შექმნა. დღესდღეობით თანამედროვე მოდის სამყაროში ეს მინერალი აქტიურად გამოიყენება. ვულკანური ქვა ითვლება ცოდნისა და სიბრძნის სიმბოლოდ. აგრეთვე მოიაზრება, რომ იგი მფლობელს ეხმარება სტრესული მდგომარეობის დაძლევასა და განტვირთვაში. მისი ერთ-ერთი ამოუცნობი თვისება კი გახლავთ ის, რომ იგი უჩვეულოდ დიდხანს ინარჩუნებს მიღებულ სითბოსა და ენერგიას.

Zenger დაარსდა ბრუკლინში, ნიუ იორკში, რომლის მთავარი მიზანიცაა მიაწოდოს მომხარებელს მაღალი ხარისხის სამკაულები და აქსესუარები. თითოეული დეტალი გამოირჩევა უნიკალური და ინდივიდუალური სტილით, რომელიც დამახასიათებელია ამ ბრენდისთვის. დიზაინერების მთავარი მიზანია თითოეული დეტალის სრულყოფილებამდე მიყვანა და განსხვავებული, ელეგანტური ორნამენტებით საუცხოო აქსესუარების შექმნა. გამოყენებული ძვირფასი მინერალები და ბრენდის განსხვავებული მიდგომა სამკაულებს უნიკალურობას სძენს.