Цена до скидки: GEL1700
GEL1400
Вы экономите: GEL300 (18%) Скидка 18%
В наличии
+

Sebastian - შავი უჟანგავი მეტალის საათი. ბრენდი Heritor. ავტომატური მექანიზმი. აწყობილია 20 საფირონის კრისტალით. 21600 დარტყმა მექანიზმში ერთი საათის განმავლობაში. კორპუსის მინა დაფარულია საფირონითა და მინერალური კრისტალით. სტილი Semi-Skeleton. ციფერბლატზე გამოყენებულია ინდექსები. ასევე დატანებული აქვს წამის, საათისა და თარიღის აღმნიშვნელი სიმბოლოები. გააჩნია დღისა და ღამის ინდიკატორი. შენახული ენერგიის მარაგი 36 საათი. ვარდისფერი ოქროთი მოოქროვილი მცირე ღამის ნათების ციფერბლატის ისრები. საათის კორპუსი წყალგაუმტარი 5 ATM. ალიგატორის ტყავის სამაჯური. მექანიზმის დიამეტრი 40მმ, სიმაღლე 14მმ. მოდელი HERHR6906. უნიკალური კოდი 847864155329. გრავირებული ბრენდის სახელი. უნივერსალური ზომა. აწყობილია აშშ-ში.

საფირონი - წარმოადგენს მინერალ კორუნდის სახესხვაობას. იგი წარმოიქმნება, მინერალთა სხვადასხვა ჯგუფების შერწყმით, პეგმატიტების სახით. მისი შეფერილობა დამოკიდებულია მოპოვების ადგილსა და იმ მინერალთა ჯგუფებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში მონაწილეობენ მაგალითად ტიტანისა და რკინის მინარევებზე, თუმცა ძირითადად იგი ლურჯი ფერისაა. სიმტკიცით იგი მეორეა ალმასის შემდეგ. დასახელება „საფირონი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან Sappheiros, რაც სატურნის რჩეულს ნიშნავს. მისი მოპოვების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. საფირონი სხვადასხვა კულტურაში გვხვდება და თითქმის ერთი და იგივე სიმბოლური დატვირთვა გააჩნია თითოეულ მათგანში. იგი ნახსენებია ბიბლიაში და ასოცირდება ზეცასთან. ძველ საბერძნეთში მას ზევსის ქვად მიიჩნევდნენ. ეგვიპტეში საფირონის ყელსაბამებს ქურუმები ატარებდნენ და ფიქრობდნენ, რომ იგი აკავშირებდა ზეციურ სამყაროს ამქვეყნიურთან. ევროპაში იგი სამეფო ქვად ითვლებოდა და იყენებდნენ სხვადასხვა სამკაულის გასაფორმებლად. დღესდღეობით საფირონი საიუველირო ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება. მისგან ამზადებენ სხვადასხვა სამკაულებსა და ამულეტებს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი გახლავთ ის, რომ იგი ითვლება ძალაუფლების, სიბრძნისა და გამარჯვების სიმბოლოდ.

Heritor - წარმოადგენს თანამედროვე ამერიკულ საათების მწარმოებელ ბრენდს. დღესდღეობით იგი არის გლობალური ბრენდი, რომლის ისტორიაც რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. საათის დიზაინი უნიკალური და გამორჩეულია სხვა მწარმოებლებისგან. თითოეული დეტალი დამუშავებულია თანამედროვე ტექნოლოგიით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. საბოლოო სახეს იგი იღებს მას შემდეგ, რაც მექანიზმი წარმატებით გაივლის ტესტირებას. დიზაინერების ინსპირაციის წყარო შუასაუკუნეები და იმდროინდელი არისტოკრატების ცხოვრებაა, რაც ასახულია მის ელეგანტურ სტილში. Heritor ორიენტირებულია საათის ავტომატურ მექანიზმზე. იგი გავს მექანიკურს იმართება ხელით, აგრეთვე კორპუსის უკანა მხარეს განთავსებული აქვს დისკო, რომელიც მოძრაობისას ავტომატურად ქოქავს მას და ასევე უზრუნველყოფს ენერგიის შენახვას. ბრენდის უნიკალური მიდგომა სტილთან იგრძნობა საათის თითოეულ დეტალში.