Kyanite - კიანიტის ქვის სამაჯური. ბრენდი Atolyestone. აწყობილია ხელით. 8მმ ბურთულები. შავი ფიანიტის კრისტალებით გაფორმებული სუფთა ვერცხლისაგან დამზადებული Atolyestone-ის საფირმო ბურთულა (10,6გრ). ექსკლუზიურ დიზაინში გამოყენებულია მაკრამეს კვანძები. კიანიტის საერთო წონა 18.86 კარატი. გრავირებული ბრენდის სახელი. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია ბრიტანეთში, ლონდონში.
კიანიტი - ამ მინერალს სახელი მიანიჭა ცნობილმა გერმანელმა
გეოლოგმა აბრაამ ვერნერმა 1789 წელს. დასახელება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან
"
Kyanos",
რომელიც ნიშნავს ლურჯს. მეორე სახელწოდება მას მიანიჭა ფრანგმა მინერალოგმა რენე ჟუსტმა
1801 წელს - „
Disthen“ ბერძნულად ნიშნავს
ორმაგ სიმტკიცეს. იგი წარმოიქმნება თიხანარევი ქანების სიღრმეებში ხანგრძლივი მეტამორფოზის
შედეგად. კიანიტი ძირითადად ლურჯია, მაგრამ მისი შეფერილობა შეიძლება იყოს განსხვავებულიც,
ეს დამოკიდებულია ადგილმდებარეობასა და სხვადასხვა ბუნებრივ მინარევებზე. იგი ძალიან
მყარი მინერალია, სწორედ ამიტომ მისი დამუშავება ძალზედ რთული პროცესია. იუველირები
მას იშვიათად იყენებენ სამკაულის დასამზადებლად სწორედ მისი ზემოაღნიშნული თვისების გამო. კიანიტი აგრეთვე განსაკუთრებული სიმტკიცით გამოირჩევა ცეცხლის მიმართ, რაც განპირობებულია
მისი განსხვავებული აგებულებით.
სამკურნალო ეფექტები: კიანიტი ითვლება მიზანდასახულობის
და სიძლიერის სიმბოლოდ. იგი ადამიანს საშუალებას აძლევს ადვილად გადალახოს ყველა ბარიერი
მიზნის მისაღწევად. ანიჭებს მას სიმშვიდეს რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში. სწორედ
ამ თვისებების გამო გასულ სააკუნეებში არისტოკრატები მას იყენებდნენ, როგორც დამცავ
ამულეტს.
Atolyestone წარმოადგენს უმაღლესი დონის საუიველირო ბრენდს, რომლის მთავარი ოფისიც მდებარეობს ლონდონში. Atolyestone-ის მთავარი მიზანია იდეალურად და ჰარმონიულად შეახამოს ერთმანეთთან ტრადიციული ქვები და ამულეტები, თანამედროვე ოქროსა და ვერცხლის სტილთან. დღესდღეობით Atolyestone რჩება ერთგული თავისი ორიგინალური სტილის და ამასთანავე იდეალურად ახდენს მსოფლიო უმაღლესი საიუველირო სტილის წარმოჩენას განსხვავებული სახით.
Atolyestone-ი მიისწრაფის შექმნას უნიკალური დიზაინის საიუველირო ნაწარმი და აქსესუარები, რომელიც განსხვავებული იქნება არსებული ნორმისაგან. პროდუქციის შექმნისას გამოყენებული უმაღლესი ხარისხის მასალა და თითოეული ნაწილის სიღმრისეულად შესწავლა, მათ კოლექციას სძენს გამძლეობასა და უნიკალურობას. დიზაინერების კრეატიულობა და მათი ნიჭი Atolyestone-ის კოლექციას გამოარჩევს სხვა ბრენდებისგან.