Jasper Gold

GEL530
Нет в наличии

Jasper Gold - ღია ყავისფერი იასპის ქვის სამაჯური. ბრენდი Majesto. აწყობილია ხელით. 10მმ ბურთულები. მაღალი ხარისხის 24 კარატიან ოქროში ამოვლებული სამეფო ორნამენტი. გრავირებული ბრენდის სახელი. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია კანადაში, ტორონტოში.

იასპი - მთის შემადგენელი ნაწილია მასიური წვრილმარცვლოვანი ქანის სახით, რომელიც ძირითადად ნაგებია ქალცედონით, კვარცითა და სხვა მინერალებით. იგი გამოირჩევა სიმაგრითა და სიმტკიცით. იასპი მეტწილად მეტამორფიზებული კაჟბადიანი რადიოლარიული ან თიხოვან-კაჟბადიანი ნალექია, რომელიც გენეტიკურად დაკავშირებულია ეფუზივებთან და ტუფებთან. მას რამდენიმე სახესხვაობა გააჩნია, რაც დამოკიდებულია წარმოშობის ადგილსა და მინარევებზე. იასპი გამოირჩევა ფერთა ფართო ასორტიმენტით, რაც დამოკიდებულია იმ მინერალებზე, რომელთა გავლენითაც ფორმირდება ზემო აღნიშნული ქვა. მისი სახეობები აგრეთვე განსხვავდება მოლეკულური აგებულებით.

იასპი პალეოლითური პერიოდიდან არის ცნობილი. მას პირველყოფილი ადამიანები მოიპოვებდნენ და იყენებდნენ საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანიშნულებით, ძირითადად ამზადებდნენ სამკაულებს. ძველ ეგვიპტეში მისგან ამზადებდნენ ღმერთების ფიგურებს. რომაელები იასპს მიიჩნევდნენ სამკურნალო ქვად და იყენებდნენ სხვადასხვა დამცავი ამულეტების შესაქმნელად. იგი დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული საიუვილერო ქვაა, რომელსაც აქტიურად იყენებენ სამკაულების დასამზადებლად. მისი დამუშავება ძალზედ რთული პროცესია. იასპი ითვლება ფიზიკური სიძლიერის და სიცოცხლის სიმბოლოდ. მიიჩნევენ, რომ იგი აბრკოლებს ნეგატიურ ენერგიას და აგრეთვე ხელს უწყობს სხეულის ტონუსში ყოფნას.

Majesto - წარმოადგენს კანადურ ბრენდს, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი და ელეგანტური საფირმო ორნამენტებით. დიზაინერების ინსპირაციის წყარო გახლავთ კანადური ბუნების სილამაზე და ჰარმონია. ყოველი დეტალი დამუშავებულია განსხვავებული ტექნიკით, რაც თითოეულ აქსესუარს ინდივიდუალურობას სძენს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამკაულის წარმოების პროცესს, თითოეული ნაწილი გულითადად მოწმდება იუველირების მიერ. Majesto-ს უნიკალური და განუმეორებელი სტილი მიიღება სხვადასხვა მინერალებისა და ძვირფასი ლითონების საუცხოო კომბინაციით. ბრენდის მიზანია ერთმანეთს დაუახლოვოს ბუნება და ყოველდღიური ქალაქური ცხოვრება.