GEL290
In stock
+

Howlite - მაღალი ხარისხის 14 კარატიან ოქროში ამოვლებული უჟანგავი მეტალის ბეჭედი. ბრენდი Zorrata. თეთრი ჰოვლიტის ქვის დეტალი. გრავირებული ბრენდის სახელი. დამზადებულია აშშ-ში.

ჰოვლიტი - წარმოადგენს კალციუმის ბორისილიკატს. ძირითადად გვხვდება მთის ქანებში მცირე ზომის კრისტალების სახით, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც იგი რამდენიმე ათეულ კილოგრამსაც კი იწონის. დიდი სიმყარით არ გამოირჩევა, ფერები მერყეობს თეთრსა და ნაცრისფერს შორის. მინერალი აღმოაჩინა კანადელმა გეოლოგმა ჰენრი ჰოვმა 1868 წელს ნახევარკუნძულ ახალ შოტლანდიაში სახელწოდებაც მის საპატივცემულოდ მიენიჭა. საკმაოდ პოპულარულია საიუვილერო ინდუსტრიაში. მისგან ამზადებენ სხვადასხვა აქსესუარებს, ქანდაკებებს და სხვა ხელოვნების ნიმუშებს. რამდენიმე კულტურაში ამ მინერალს განსხვავებული დატვირთვა აქვს. ჩრდილო ამერიკულ ტომებში ითვლება წმინდა ქვად და გამოხატავს თეთრ ბიზონს. ჰოვლიტი ითვლება მარადისობისა და უცოდველობის სიმბოლოდ. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ მეპატრონეს უმცირებს აგრესიასა და გაღიზიანებას დაძაბულ სიტუაციებში.

Howlite Ring - შექმნილია გამორჩეული ელეგანტური სტილის მქონე ბრენდის Zorrata-ს მიერ. ზორატა წარმოადგენს სამკაულების ბრენდს, რომლის მთავარი ინსპირაცია ბუნება და თანამედროვე ხელოვნებაა, რომელსაც თქვენს ცხოვრებაში შემოაქვს ელეგანტურობა. ზორატა დღესდღეობით გლობალური ბრენდია, რომელიც გთავაზობთ ახალსა და ამავდროულად კლასიკურ პროდუქციას.