Golden Twin Crown Lion

7363 RUB
გაყიდვაშია
+

Golden Twin Crown Lion - შავი აგატის ქვის სამაჯური. Golden Lion და Twin Crown სტილის კომბინაცია. ბრენდი Shopapes. აწყობილია ხელით. 8 მმ ბურთულები. მაღალი ხარისხის 18 კარატიან ოქროში ამოვლებული უჟანგავი მეტალი. სამეფო ორნამენტი გაფორმებულია თეთრი კრისტალებით. გრავირებული ბრენდის სახელი. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია აშშ-ში.

აგატი - წარმოადგენს ქალცედონის სახესხვაობას, რომელიც თავის მხრივ მიეკუთვნება კვარცის მინერალთა ოჯახს. წარმოიქმნება დედამიწის ქანებში მიმდინარე ხანგრძლივი ჰიდროთერმული პროცესებისა და სილიკატების დეკრისტალიზაციის შედეგად. იგი ნორმალური სიმყარის მქონე ქვაა, აგრეთვე სტრუქტურულად გააჩნია ტალღოვანი ხაზები, რაც ქმნის სხვადასხვა სილუეტებს ნახატების მსგავსს. გამჭირვალობა და ასევე ფერთა გამა დამოკიდებულია იმ მინარევებზე, რომლებიც მონაწილეობენ მის ჩამოყალიბებაში. არსებობს ამ მინერალის ასეულობით სახესვაობა, რაც განპირობებულია იმით თუ სად არის მოპოვებული ეს ქვა. დასახელება მას მიანიჭა ბერძენმა ბიოლოგმა თეოფრასტმა, რომელიც გახლდათ არისტოტელეს მოსწავლე, მოღვაწეობდა ძვ. წ. 370 - ძვ. წ. 285 წლებში. სიტყვა აგატი მომდინარეობს ბერძნულიდან „Achates“, იგი არის ძველი სახელწოდება მდინარე დირილლოსი, რომელიც მდებარეობს სიცილიაში. აგატი ცნობილია უძველესი დროიდან, სხვადასხვა კულტურაში მას განსხვავებული დატვირთვა აქვს. უამრავი თქმულება თუ ლეგენდა არსებობს ამ მინერალზე. ერთ-ერთი ნაამბობის მიხედვით შორეულ წარსულში დედამიწაზე დაისადგურა შემაძრწუნებელმა ბოროტებამ და ვერ მოიძებნებოდა ქვეყნად ძალა, რომელიც მას დაამარცხებდა. ცეცხლი ეკიდა ხმელეთსა თუ მდინარეებს, ცოცხალი არსებები კი მისგან დასაცავად იმალებოდნენ დედამიწის სიღრმეებში. ღმერთებმა ბოროტებასთან საბრძოლველად გამოგზავნეს თეთრი არწივი. გაიმართა უსასტიკესი ბრძოლა, ცაც კი სისხლისფრად შეიღება. სიკეთემ გაიმარჯვა, მაგრამ არწივი სასიკვდილოდ დაიჭრა, დედამიწაზე ჩამოვარდა და ქვად იქცა. მისი თვალი კი აგატად გადაქცეული აგრძელებს ადამიანების ქცევაზე დაკვირვებას, რომელიც განასხვავებს ცუდსა და კარგს. ამ მინერალისგან უკვე მრავალი საუკუნეა ამზადებენ სამკაულებს, ნაკეთობებს, ქანდაკებებს და სხვადასხვა ნივთებს. იგი დღესაც საკმაოდ პოპულარული ქვაა. აქტიურად გამოიყენება საიუველირო ინდუსტრიაში. ამზადებენ სხვადასხვა აქსესუარებს, რომლებიც თითქმის ყველა თანამედროვე გამოძახილს აკმაყოფილებს მოდის სამყაროში. აგატი ითვლება ბოროტებაზე გამარჯვებისა და სიკეთის სიმბოლოდ. აგრეთვე ამბობენ, რომ იგი იზიდავს დადებით ენერგიას და იცავს მეპატრონეს უარყოფითი ფაქტორებისგან, ასევე არიდებს მას ცუდ სიზმრებს.

Golden Twin Crown Lion - შექმნილია Shopapes ბრენდის მიერ, რომლის თითოეული სამკაული ინსპირირებულია ლოს ანჯელესით. უნიკალური ელემენტებისა და დახვეწილი დიზაინის სინთეზით იუველირები ქმნიან ხელოვნების ნიმუშს, რომელიც ხაზს უსვამს ინდივიდუალურობას. უნიკალური დიზაინი იქმნება აშშ-ში, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ბრენდი ორიენტირებულია ხარისხსა და ექსტრავაგანტულ დიზაინზე. აქსესუარის ყოველი ნაწილი დამუშავებულია უმაღლეს დონეზე, სადაც გამოყენებულია სხვადასხვა ბუნებრივი მინერალები და კრისტალები.