Gold Compass

GEL3290
В наличии
+

ითითებული აქსესუარი მზადდება მხოლოდ შეკვეთით. დამზადებისა და ტრანსპორტირების სავარაუდო ხანგრძლივობაა 5 - 10 სამუშაო დღე.

Gold Compass - საფირმო კომპასის ორნამენტით გაფორმებული ბეჭედი. ბრენდი Gold Jewelry. მაღალი ხარისხის 14 კარატიანი მასიური ოქრო 10.4 გრამი. დეტალები დამუშავებულია თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგიით. გრავირებული ბრენდის სახელი. დამზადებულია აშშ-ში.

კომპასი - ითვლება ძალისა და სწორი გზის სიმბოლოდ. მისი სიმბოლიკა გხვდება უძველეს კულტურებში. ამ ორნამენტს ოდითგანვე იყენებდნენ ამულეტების დასამზადებლად სწორედ იმის გამო, რომ იგი ადამიანს უარყოფითი ზეგავლენისაგან იცავდა და აჩვენებდა სწორ გზას. დროთა განმავლობაში სიმბოლური დატვირთვა მას არ შეუცვლია. თანამედროვე საიუველირო ინდუსტრიაში იგი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა აქსესუარებისა და სამკაულების გასაფორმებლად.

Gold Jewelry - წარმოადგენს სამკაულების ბრენდს, რომლის მთავარი ინსპირაცია გახლავთ უძველესი კულტურის ასპექტებისა და თანამედროვე ცხოვრების განუყოფლობა. ბრენდი აერთიანებს ათეულობით პროფესიონალ იუველირსა და დიზაინერს. მათი მთავარი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და იუველირების წარმოსახვის მეშვეობით შექმნან უნიკალური აქსესუარი, რომელიც თითოეული ადამიანის ინდივიდუალურობას გაუსვამს ხაზს. ყოველი დეტალი დამუშავებულია ხელით უმაღლეს დონეზე. ძვირფასი ლითონებისა და ბუნებრივი ქვების შერწყმით ბრენდი იღებს უნიკალურ და განსხვავებულ აქსესუარს.