Gold American Eagle - საფირმო არწივის ორნამენტით გაფორმებული შავი ონიქსის ბეჭედი. ბრენდი Gold Jewelry. მაღალი ხარისხის 14 კარატიანი მასიური ოქრო 10.5 გრამი. ორნამენტი დამზადებულია ონიქსის ქვისგან. დეტალები დამუშავებულია თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგიით. გრავირებული ბრენდის სახელი. დამზადებულია აშშ-ში.
არწივი - ითვლება ზეცის მეფედ. სხვადასხვა კულტურაში ამ ორნამენტს თითქმის ერთიდაიგივე დატვირთვა აქვს. ის ითვლება განუსაზღვრელი ძალაუფლებისა და სამეფო ეპოქის საწყისის სიმბოლოდ. აგრეთვე არწივი დაკავშირებულია მზესთან და უძველეს კულტურებში მას მოიხსენიებდნენ, როგორც სულიერების საწყისს. ძველი ბერძნული კულტურის მიხედვით არწივი ღმერთებმა შექმნეს, რათა იგი ყოფილიყო შუამავალი მიწიერ სამყაროსა და ზეცას შორის. რომაელები მას თვლიდნენ გამარჯვების სიმბოლოდ, იგივე დატვირთვა ჰქონდა სპარსეთშიც. ორთავიანი არწივი უამრავ კულტურაში გამოხატავს ძალაუფლების გაყოფას, ორ პოლუსს, რომელთა გავლენაც თანაბარია. თანამედროვე მოდის სამყაროში არწივის ორნამენტი აქტიურად გამოიყენება სამკაულებისა და აქსესუარების გასაფორმებლად სწორედ მისი უნიკალური სიმბოლური დატვირთვის გამო.
ონიქსი - წარმოადგენს ქალცედონის სახესხვაობას. იგი წარმოიქმნება მინერალთა სხვადასხვა ჯგუფების შერწყმით. მისი შეფერილობა დამოკიდებულია მოპოვების ადგილსა და იმ მინერალთა ჯგუფებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში მონაწილეობენ მაგალითად კვარცისა და მარმარილოს მინარევებზე. მისი მოპოვების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ონიქსს ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში იყენებდნენ სხვადასხვა ღმერთების ფიგურების დასამზადებლად, რომლებიც ძვ. წ. 5000 წლით თარიღდება. იგი აგრეთვე ითვლება ბიბლიურ ქვად. ის ნახსენებია ბიბლიის პირველ გვერდებზე სამოთხის აღწერის დროს. საიუველირო ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩევა, მას იყენებენ სხვადასხვა სამკაულის დასამზადებლად. ონიქსი ითვლება ლიდერობისა და მამაცობის სიმბოლოდ. აგრეთვე მოიაზრება, რომ იგი მფლობელს უქრობს ყოველგვარ შიშს და ეხმარება კონცენტრაციაში მიზნის მისაღწევად.
Gold Jewelry - წარმოადგენს სამკაულების ბრენდს, რომლის მთავარი ინსპირაცია გახლავთ უძველესი კულტურის ასპექტებისა და თანამედროვე ცხოვრების განუყოფლობა. ბრენდი აერთიანებს ათეულობით პროფესიონალ იუველირსა და დიზაინერს. მათი მთავარი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და იუველირების წარმოსახვის მეშვეობით შექმნან უნიკალური აქსესუარი, რომელიც თითოეული ადამიანის ინდივიდუალურობას გაუსვამს ხაზს. ყოველი დეტალი დამუშავებულია ხელით უმაღლეს დონეზე. ძვირფასი ლითონებისა და ბუნებრივი ქვების შერწყმით ბრენდი იღებს უნიკალურ და განსხვავებულ აქსესუარს.