Fleur De Lis Two Tone

GEL290
Out of stock

Fleur De Lis Two Tone - შავი ონიქსის ქვის სამაჯური. ბრენდი Zorrata. აწყობილია ხელით. 8 მმ ბურთულები. მაღალი ხარისხის 14 კარატიან ოქროში ამოვლებული უჟანგავი მეტალი. სამეფო ჩარმი ამოვლებული შავ როდიუმში. გრავირებული ბრენდის სახელი. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია აშშ-ში.

როდიუმი - 1803 წელს ინგლისელმა მეცნიერმა ვოლასტონმა აღმოაჩინა. სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან და ნიშნავს ვარდს. მისი მოპოვების არეალი საკმაოდ შეზღუდულია, ძირითადად გავრცელებულია დედამიწის ქერქში. იგი საკმაოდ ძვირფასი და ლამაზი ლითონია. გააჩნია ფართო ფერთა სპექტრი. აგრეთვე გამოირჩევა ბუნებრივი ბრწყინვალებით. საიუველირო ინდუსტრიაში მისი გამოყენება დაიწყეს მეოცე საუკუნეში. როდიუმი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე მოდის სამყაროში უნიკალური თვისებების გამო. იგი საკუთარი ბრწყინვალების მეშვეობით კარგად შეეხამება ძვირადღირებულ მინერალურ ქვებს და აქტიურად იყენებენ სხვადასხვა აქსესუარების დასამზადებლად.

ონიქსი - წარმოადგენს ქალცედონის სახესხვაობას. იგი წარმოიქმნება მინერალთა სხვადასხვა ჯგუფების შერწყმით. მისი შეფერილობა დამოკიდებულია მოპოვების ადგილსა და იმ მინერალთა ჯგუფებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში მონაწილეობენ მაგალითად კვარცისა და მარმარილოს მინარევებზე. მისი მოპოვების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ონიქსს ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში იყენებდნენ სხვადასხვა ღმერთების ფიგურების დასამზადებლად, რომლებიც ძვ. წ. 5000 წლით თარიღდება. იგი აგრეთვე ითვლება ბიბლიურ ქვად. ის ნახსენებია ბიბლიის პირველ გვერდებზე სამოთხის აღწერის დროს. საიუველირო ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩევა, მას იყენებენ სხვადასხვა სამკაულის დასამზადებლად. ონიქსი ითვლება ლიდერობისა და მამაცობის სიმბოლოდ. აგრეთვე მოიაზრება, რომ იგი მფლობელს უქრობს ყოველგვარ შიშს და ეხმარება კონცენტრაციაში მიზნის მისაღწევად.

Fleur De Lis Two Tone - შექმნილია გამორჩეული ელეგანტური სტილის მქონე ბრენდის Zorrata-ს მიერ. ზორატა წარმოადგენს სამკაულების ბრენდს, რომლის მთავარი ინსპირაცია ბუნება და თანამედროვე ხელოვნებაა. აქსესუარებში გამოყენებული ბუნებრივი მინერალები და ორნამენტები განსაკუთრებულ სახეს სძენს თითოეულ დეტალს, აგრეთვე იგრძნობა ბრენდის ინდივიდუალური მიდგომა სტილთან. უნიკალური დიზაინი იქმნება კანადაში, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ბრენდი ორიენტირებულია ხარისხსა და დახვეწილ დიზაინზე. ზორატა დღესდღეობით გლობალური ბრენდია, რომელიც გთავაზობთ მოდერნისტულ და ამავდროულად კლასიკურ პროდუქციას.