აქსესუარების მოვლის წესები

ნებისმიერი ძვირფასი ლითონი თუ ქვა შესაძლებელია დაზიანდეს არასათანადო მოვლის შედეგად. მნიშვნელოვანია მომხმარებელმა დაიცვას მოვლის ის წესები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამკაულების პირვანდელი სახის შენარჩუნებას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განსხვავებულ მინერალებს განსხვავებული მოვლა სჭირდებათ, მაგრამ არსებობს ზოგადი წესები, რომლებიც ძირითადად ყველა მათგანისთვის საერთოა.


  • შეინახეთ სამკაული სუფთა და მშრალ ადგილას.
  • შეინახეთ სამკაული თავის კუთვნილ კოლოფში ან რაიმე სახის ქეისში, სადაც ნაკეთობა განცალკევებით მოთავსდება.
  • არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ სხვადასხვა სამკაულები ერთად, რათა კონტაქტის დროს არ დაზიანდნენ.
  • მოიხსენით აქსესუარი საპონსა და ქიმიურ სარეცხ საშუალებებთან კონტაქტის დროს.
  • დაიცავით სამკაული სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისაგან.
  • მოარიდეთ წყალთან ხანგრძლივ კონტაქტს.
  • მოარიდეთ ქლორიან ხსნართან ურთიერთქმედებას.
  • მოარიდეთ ალკოჰოლის შემცველ ხსნარებს.
  • მოარიდეთ სწრაფად აორთქლებად ნივთიერებებს.
  • მოარიდეთ სუნამოს პირდაპირ ზემოქმედებას.
  • მოარიდეთ სამკაული ტემპერატურის ძლიერ ცვლილებებს.
  • მოარიდეთ ქვების მყარ ზედაპირზე მოხვედრას.
  • სამკაულის მოხსნის დროს დარწმუნდით, რომ იგი მშრალია, რათა დროთა განმავლობაში ლაქები არ გაუჩნდეს.
  • ნუ გამოიყენებთ უხეშ ნაჭერს სამკაულის საწმენდად, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვის ზედაპირზე შეიძლება გაჩნდეს ნაკაწრები.
  • გაწმენდის დროს გამოიყენეთ სპეციალური საწმენდი საშუალებები.
  • ტარების შემდეგ, გაწმინდეთ ძვირფასი ქვა სუფთა, რბილი და ოდნავ ნოტიო ქსოვილით.