White Marble Howlite - თეთრი ჰოვლიტის სამაჯური მოოქროვილი
დეტალით. ბრენდი Galebra. აწყობილია ხელით. 8მმ ჰოვლიტის
ბურთულები და მოოქროვილი უჟანგავი მეტალი. გრავირებული ბრენდის სახელი. ერთმანეთთან
დაკვშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია შვედეთში.
ჰოვლიტი - წარმოადგენს კალციუმის ბორისილიკატს. ძირითადად
გვხვდება მთის ქანებში მცირე ზომის კრისტალების სახით, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც
იგი რამდენიმე ათეულ კილოგრამსაც კი იწონის. დიდი სიმყარით არ გამოირჩევა, ფერები მერყეობს
თეთრსა და ნაცრისფერს შორის. მინერალი აღმოაჩინა კანადელმა გეოლოგმა ჰენრი ჰოვმა
1868 წელს ნახევარკუნძულ ახალ შოტლანდიაში სახელწოდებაც მის საპატივცემულოდ მიენიჭა.
საკმაოდ პოპულარულია საიუვილერო ინდუსტრიაში. მისგან ამზადებენ სხვადასხვა აქსესუარებს,
ქანდაკებებს და სხვა ხელოვნების ნიმუშებს. რამდენიმე კულტურაში ამ მინერალს განსხვავებული
დატვირთვა აქვს. ჩრდილო ამერიკულ ტომებში ითვლება წმინდა ქვად და გამოხატავს თეთრ ბიზონს.
ჰოვლიტი ითვლება მარადისობისა და უცოდველობის სიმბოლოდ. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ მეპატრონეს
უმცირებს აგრესიასა და გაღიზიანებას დაძაბულ სიტუაციებში.
სამკურნალო ეფექტები: ჰოვლიტი ამცირებს სტრესსა და დაძაბულობას, შფოთვას. ჰოვლიტი კარგი საშუალებაა ინსომნიის სამკურნალოდ, ის ასევე გმატებთ სიმშვიდეს, მოთმინებას, კარგია კრეატიულობისათვისა და მეხსიერებისთვის.
დიზაინი
- გალებრას დიზაინი სიღრმისეულად არის
გააზრებული. მისი მთავარი დანიშნულებაა იდეალურობამდე მიიყვანოს თქვენი ჩაცმულობა.
მისი მიზანი არა ინდივიდუალურობის შეცვლა, არამედ თავდაჯერებულობის ამაღლებაა. თითოეული
ქვა გამოირჩევა უნიკალური სტრუქტურით. ისინი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მთებშია მოპოვებული,
შემდეგ კი დამუშავებული. გალებრა გთავაზობთ ფართო არჩევანს, რომელიც დაფუძნებულია სისადავეზე.
ხარისხი - გალებრას მთავარი პრიორიტეტია. მატერიალები შერჩეული და დამუშავებულია დიზაინერების მიერ შვედეთში. ზედამხედველობის ქვეშაა და დიდი ყურადღება ეთმობა, წარმოების თითოეულ ნაბიჯს. ყოველი სამკაული საწარმოს დატოვებამდე ყურადღებითაა შემოწმებული. საბოლოო პროდუქტი არ მტკიცდებას სანამ თითოეული დეტალი არ გაივლის ტესტირებას.