Warrior Helmet

GEL190
გაყიდვაშია
+

Warrior Helmet სამაჯური - ვერცხლის დეტალით. ბრენდი Juniper & Eloise. აწყობილია ხელით. 8მმ წითელი და მწვანე იასპის ბურთულებითა და ვერცხლის ჩაფხუტით. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია ბოდრუმში.

იასპი - მთის შემადგენელი ნაწილია მასიური წვრილმარცვლოვანი ქანის სახით, რომელიც ძირითადად ნაგებია ქალცედონით, კვარცითა და სხვა მინერალებით. იგი გამოირჩევა სიმაგრითა და სიმტკიცით. იასპი მეტწილად მეტამორფიზებული კაჟბადიანი რადიოლარიული ან თიხოვან-კაჟბადიანი ნალექია, რომელიც გენეტიკურად დაკავშირებულია ეფუზივებთან და ტუფებთან. მას რამდენიმე სახესხვაობა გააჩნია, რაც დამოკიდებულია წარმოშობის ადგილსა და მინარევებზე. იასპი გამოირჩევა ფერთა ფართო ასორტიმენტით, რაც დამოკიდებულია იმ მინერალებზე, რომელთა გავლენითაც ფორმირდება ზემო აღნიშნული ქვა. მისი სახეობები აგრეთვე განსხვავდება მოლეკულური აგებულებით.

იასპი პალეოლითური პერიოდიდან არის ცნობილი. მას პირველყოფილი ადამიანები მოიპოვებდნენ და იყენებდნენ საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანიშნულებით, ძირითადად ამზადებდნენ სამკაულებს. ძველ ეგვიპტეში მისგან ამზადებდნენ ღმერთების ფიგურებს. რომაელები იასპს მიიჩნევდნენ სამკურნალო ქვად და იყენებდნენ სხვადასხვა დამცავი ამულეტების შესაქმნელად. იგი დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული საიუვილერო ქვაა, რომელსაც აქტიურად იყენებენ სამკაულების დასამზადებლად. მისი დამუშავება ძალზედ რთული პროცესია. იასპი ითვლება ფიზიკური სიძლიერის და სიცოცხლის სიმბოლოდ. მიიჩნევენ, რომ იგი აბრკოლებს ნეგატიურ ენერგიას და აგრეთვე ხელს უწყობს სხეულის ტონუსში ყოფნას.

Juniper & Eloise მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა. დიზაინერების ინსპირაციის წყარო გახდა ქალაქი ბოდრუმი, რომელიც მდებარეობს ეგეოსის ზღვასთან. ბრენდის შემოქმედება სავსეა ბერძნული მითოლოგიის დეტალებით, რომლებიც ადაპტირებულია თანამედროვეობასთან.