Variscite Lion
სამაჯური - ვერცხლის დეტალით. ბრენდი Juniper
& Eloise.
აწყობილია ხელით. 8მმ ფირუზის, ვარისციტისა და ყავისფერი იასპის
ბურთულებით. ვერცხლის ლომის ემბლემით. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით.
უნივერსალური ზომა. დამზადებულია ბოდრუმში.
ფირუზი - წარმოიქმნება მთის დანალექ ქანებში დედამიწის ქერქში მიმდინარე ხანგრძლივი დაბალ ტემპერატურული და ჰიპერგენური პროცესების შედეგად. მკვრივი კრისტალური მასების სახით მიმოფანტულია მთის სხვადასხვა ფენებში. შეფერილობა დამოკიდებულია იმ მინარევებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში იღებენ მონაწილეობას, ძირითადად კი სპილენძზე, რაც უფრო მეტი რაოდენობითაა წარმოდგენილი შემადგენლობაში მით უფრო მუქია მინერალის ფერი. იგი საკმაოდ მყარი ქვაა, მაგრამ სენსიტიურია მაღალი ტემპერატურის მიმართ. მისი დასახელება მომდინარეობს სპარსული სიტყვისგან „Firuza”, რაც ნიშნავს გამარჯვებას და ბედნიერებას. ამ მინერალის მოპოვების ისტორია ძვ. წ. 6000 წელს იწყება. იგი ეგვიპტეში წმინდა ქვად ითვლებოდა და ფარაონებისთვის სპეციალურ სამკაულებს ამზადებდნენ. ეგვიპტის მმართველები ათასობით ადამიანს გზავნიდნენ სინაის ნახევარკუნძულის უდაობნოებში ამ საუცხოო მინერალის მოსაპოვებლად. აგრეთვე აცტეკები მას ღმერთების ქვად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ იგი იყო სიმბოლო, რომელიც აერთიანებდა დედამიწასა და ცას, ცეცხლსა და მზეს. მექსიკაში აცტეკური ნანგრევების გათხრისას აღმოაჩინეს სხვადასხვა ღმერთების ქანდაკებები, რომლებიც ფირუზისგან იყო დამზადებული. დღესდღეობით ამ მინერალს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საიუვილერო ინდუსტრიაში. თანამედროვე მოდის სამყაროში მას იყენებენ სხვადასხვა აქსესუარების დასამზადებლად. ფირუზს მიიჩნევენ ბედნიერებისა და მშვიდობის სიმბოლოდ. ამბობენ, რომ მას შეუძლია ნეგატიური ენერგიის საკუთარ თავზე აღება და ამით მეპატრონის დაცვა იმ ფაქტორებისგან, რომლებიც მის არსებულ მდგომარეობაზე ცუდ ზეგავლენას მოახდენენ. ამ მინერალს უკავშირდება უამრავი ლეგენდა თუ თქმულება, შესაძლებელია ეს ყველაფერი ზემოაღნიშნული თვისებებიდან გამომდინარეობდეს.
ვარისციტი 1837 წელს აღმოაჩინეს გერმანიაში. მისი დასახელება მომდინარეობს ვოგტლანდის ისტორიული სახელიდან 'Variscia'. ზემოაღნიშნული ქვა წარმოიქმნება მღვიმეებში ჰიდროთერმული პროცესების შედეგად სტალაქტიტების სახით. არსებობს მისი რამდენიმე სახესხვაობა, რაც დამოკიდებულია მოპოვების ადგილსა და იმ მინარევებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში მონაწილეობენ. იგი საკმაოდ მყარი მინერალია, მაგრამ სენსიტიურია მაღალი ტემპერატურის მიმართ. იუველირები მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა აქსესუარის დასამზადებლად. ვარისციტი რთული დასამუშავებელი ქვაა, ამისდა მიუხედავად ის თანამედროვე მოდის სამყაროში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
იასპი - მთის შემადგენელი ნაწილია მასიური წვრილმარცვლოვანი ქანის სახით, რომელიც ძირითადად ნაგებია ქალცედონით, კვარცითა და სხვა მინერალებით. იგი გამოირჩევა სიმაგრითა და სიმტკიცით. იასპი მეტწილად მეტამორფიზებული კაჟბადიანი რადიოლარიული ან თიხოვან-კაჟბადიანი ნალექია, რომელიც გენეტიკურად დაკავშირებულია ეფუზივებთან და ტუფებთან. მას რამდენიმე სახესხვაობა გააჩნია, რაც დამოკიდებულია წარმოშობის ადგილსა და მინარევებზე. იასპი გამოირჩევა ფერთა ფართო ასორტიმენტით, რაც დამოკიდებულია იმ მინერალებზე, რომელთა გავლენითაც ფორმირდება ზემო აღნიშნული ქვა. მისი სახეობები აგრეთვე განსხვავდება მოლეკულური აგებულებით. იასპი პალეოლითური პერიოდიდან არის ცნობილი. მას პირველყოფილი ადამიანები მოიპოვებდნენ და იყენებდნენ საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანიშნულებით, ძირითადად ამზადებდნენ სამკაულებს. ძველ ეგვიპტეში მისგან ამზადებდნენ ღმერთების ფიგურებს. რომაელები იასპს მიიჩნევდნენ სამკურნალო ქვად და იყენებდნენ სხვადასხვა დამცავი ამულეტების შესაქმნელად. იგი დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული საიუვილერო ქვაა, რომელსაც აქტიურად იყენებენ სამკაულების დასამზადებლად. მისი დამუშავება ძალზედ რთული პროცესია. იასპი ითვლება ფიზიკური სიძლიერის და სიცოცხლის სიმბოლოდ. მიიჩნევენ, რომ იგი აბრკოლებს ნეგატიურ ენერგიას და აგრეთვე ხელს უწყობს სხეულის ტონუსში ყოფნას.
Juniper & Eloise მსოფლიოში ცნობილი
ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა. დიზაინერების ინსპირაციის წყარო გახდა ქალაქი
ბოდრუმი, რომელიც მდებარეობს ეგეოსის ზღვასთან. ბრენდის შემოქმედება სავსეა ბერძნული
მითოლოგიის დეტალებით, რომლებიც ადაპტირებულია თანამედროვეობასთან.