ვეფხვის თვლის სამაჯური - მოვერცხლილი დეტალით.
ბრენდი Galebra. აწყობილია ხელით. 8მმ
ვეფხვის თვლის ბურთულები და მოვერცხლილი უჟანგავი მეტალი. გრავირებული ბრენდის სახელი.
ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია შვედეთში.
ვეფხვის თვალი - წარმოადგენს კვარცის სახესხვაობას,
რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ქერქზე, გრანიტის ქანებში, კვარცისა და სხვა მინერალების
შერწყმით. ხანგრძლივი ჰიდროთერმული პროცესების გავლენით მის შემადგენლობას აგრეთვე
უერთდება რკინა, რომელიც ქმნის ტალღოვან ეფექტს. ფერები დამოკიდებულია იმ მინერალებზე,
რომელთა შერწყმის შედეგადაც წარმოიქმნება ეს ქვა. ვეფხვის თვალი ცნობილია უძველესი
დროიდან. მას იყენებენ სხვადასხვა საიუვილერო ნაწარმის დასამზადებლად. გასულ საუკუნეებში
იგი ითვლებოდა სამეფო ქვად, მას ძირითადად დიდებულები ატარებდნენ. ვეფხვის თვალმა დიდი
პოპულარობა ჰპოვა ევროპაში მე-19 საუკუნის დასაწყისში. იგი მზის სიმბოლოდაა მიჩნეული,
აგრეთვე ითვლება ერთ-ერთ ძლიერ დამცავ ქვად. რომაელი ლეგიონერები მას იყენებდნენ, როგორც
დამცავ ამულეტს და იკეთებდნენ ბრძოლის დაწყების წინ. ვეფხვის თვალი მიიჩნევა სიძლიერისა
და სიმდიდრის სიმბოლოდ.
სამკურნალო ეფექტები: ვეფხვის თვალი გეხმარებათ მძიმე სტრესულ სიტუაციაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე. იგი აბალანსებს მიმდინარე პროცესებს და გაძლევთ საშუალებას საწინააღმდეგო აზრი გაანალიზოთ მშვიდათ. ეს ქვა დაგეხმარებათ საღი აზროვნების შენარჩუნებაში პრობლემურ სიტუაციებში, აგრეთვე გიადვილებთ მათი გადაჭრის გზების მოძებნას.
დიზაინი
- გალებრას დიზაინი სიღრმისეულად არის
გააზრებული. მისი მთავარი დანიშნულებაა იდეალურობამდე მიიყვანოს თქვენი ჩაცმულობა.
მისი მიზანი არა ინდივიდუალურობის შეცვლა, არამედ თავდაჯერებულობის ამაღლებაა. თითოეული
ქვა გამოირჩევა უნიკალური სტრუქტურით. ისინი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მთებშია მოპოვებული,
შემდეგ კი დამუშავებული. გალებრა გთავაზობთ ფართო არჩევანს, რომელიც დაფუძნებულია სისადავეზე.
ხარისხი - გალებრას მთავარი პრიორიტეტია. მატერიალები
შერჩეული და დამუშავებულია დიზაინერების მიერ შვედეთში. ზედამხედველობის ქვეშაა და
დიდი ყურადღება ეთმობა, წარმოების თითოეულ ნაბიჯს. ყოველი სამკაული საწარმოს დატოვებამდე
ყურადღებითაა შემოწმებული. საბოლოო პროდუქტი არ მტკიცდებას სანამ თითოეული დეტალი არ
გაივლის ტესტირებას.