Rafael

ძველი ფასი: GEL560
GEL460
დანაზოგი: GEL100 (18%) დანაზოგი 18%
გაყიდვაშია
+

Rafael - სკაროსის ტყავის სამაჯური. ბრენდი Zenger. აწყობილია ხელით. 10მმ ორნამენტი გაფორმებული სკაროსის ტყავის უნიკალური დეტალით. შავი უჟანგავი მეტალისგან დამზადებული საფირმო ბურთულა. ექსკლუზიურ დიზაინში გამოყენებულია მაკრამეს კვანძები. გრავირებული ბრენდის სახელი. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია აშშ-ში, ნიუ-იორკში.

სკაროსი - თევზი სკაროსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია წყნარი, ინდოეთის და ატლანტის ოკეანეთა ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში. სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, ხოლო წონა 100 კგ. თავის ორივე მხარეზე განვითარებული აქვს ელექტრული ორგანოები, რომლებიც 70ვ ელექტროდენის იმპულსებს წარმოქმნიან. სკაროსებრთა ოჯახი ფართოა შედგება 5 ქვეჯგუფისა და 15 ოჯახისგან. იმ არეალებში სადაც გავრცელებულია ეს სახეობა წყლის ტემპერატურა მერყეობს 1,5 გრადუსიდან 30 °С-ამდე, ხოლო წყლის მაქსიმალური სიღრმე განსაზღვრულია, როგორც 2700 მეტრი.

Zenger - დაარსდა ბრუკლინში, ნიუ იორკში, რომლის მთავარი მიზანიცაა მიაწოდოს მომხარებელს მაღალი ხარისხის სამკაულები და აქსესუარები. თითოეული დეტალი გამოირჩევა უნიკალური და ინდივიდუალური სტილით, რომელიც დამახასიათებელია ამ ბრენდისთვის. დიზაინერების მთავარი მიზანია თითოეული დეტალის სრულყოფილებამდე მიყვანა და განსხვავებული, ელეგანტური ორნამენტებით საუცხოო აქსესუარების შექმნა. გამოყენებული ძვირფასი მინერალები და ბრენდის განსხვავებული მიდგომა სამკაულებს უნიკალურობას სძენს.