Prague - წითელი ვეფხვის თვლის ქვის სამაჯური, ორი მაღალი ხარისხის თეთრი ოქროთი მოოქროვილი ცირკონის სვეტისებრი დეტალით. ბრენდი Zenger. აწყობილია ხელით. 8მმ წითელი ვეფხვის თვლის ბურთულები. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია აშშ-ში, ნიუ-იორკში.
ვეფხვის თვალი - წარმოადგენს კვარცის სახესხვაობას,
რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ქერქზე, გრანიტის ქანებში, კვარცისა და სხვა მინერალების
შერწყმით. ხანგრძლივი ჰიდროთერმული პროცესების გავლენით მის შემადგენლობას აგრეთვე
უერთდება რკინა, რომელიც ქმნის ტალღოვან ეფექტს. ფერები დამოკიდებულია იმ მინერალებზე,
რომელთა შერწყმის შედეგადაც წარმოიქმნება ეს ქვა. ვეფხვის თვალი ცნობილია უძველესი
დროიდან. მას იყენებენ სხვადასხვა საიუვილერო ნაწარმის დასამზადებლად. გასულ საუკუნეებში
იგი ითვლებოდა სამეფო ქვად, მას ძირითადად დიდებულები ატარებდნენ. ვეფხვის თვალმა დიდი
პოპულარობა ჰპოვა ევროპაში მე-19 საუკუნის დასაწყისში. იგი მზის სიმბოლოდაა მიჩნეული,
აგრეთვე ითვლება ერთ-ერთ ძლიერ დამცავ ქვად. რომაელი ლეგიონერები მას იყენებდნენ, როგორც
დამცავ ამულეტს და იკეთებდნენ ბრძოლის დაწყების წინ. ვეფხვის თვალი მიიჩნევა სიძლიერისა
და სიმდიდრის სიმბოლოდ.
Zenger - დაარსდა ბრუკლინში, ნიუ იორკში, რომლის მთავარი მიზანიცაა მიაწოდოს მომხარებელს მაღალი ხარისხის სამკაულები და აქსესუარები. თითოეული დეტალი გამოირჩევა უნიკალური და ინდივიდუალური სტილით, რომელიც დამახასიათებელია ამ ბრენდისთვის. დიზაინერების მთავარი მიზანია თითოეული დეტალის სრულყოფილებამდე მიყვანა და განსხვავებული, ელეგანტური ორნამენტებით საუცხოო აქსესუარების შექმნა. გამოყენებული ძვირფასი მინერალები და ბრენდის განსხვავებული მიდგომა სამკაულებს უნიკალურობას სძენს.