Orosi Turquoise

GEL390
გაყიდვაშია
+

Orosi Turquoise - ფირუზის, ვეფხვის თვლისა და მთვარის ქვის სამაჯური. ბრენდი Corso. 8 მმ ბურთულები. მაღალი ხარისხის 22 კარატიან ოქროში ამოვლებული უჟანგავი მეტალისგან დამზადებული საფირმო ორნამენტი. ექსკლუზიურ დიზაინში გამოყენებულია მაკრამეს კვანძები. გრავირებული ბრენდის სახელი. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია მექსიკაში.

მთვარის ქვა - ასევე ცნობილია, როგორც ადულიარი. დასახელება მომდინარეობს ადულის მთებისაგან, რომლებიც განლაგებულია შვედეთში და სადაც პირველად იქნა ნაპოვნი ამ ქვის კრისტალები. იგი არის იშვიათი მინერალი კალიუმიანი მინდვრის შპატების ჯგუფისა. წარმოიქმნება მაგმატური პროცესების მიმდინარეობის დროს 650 – 700 ºC გრადუსზე. აგრეთვე შეიძლება ჩამოყალიბდეს ცხელ, კალიუმითა და სილიკომანგანუმით მდიდარ წყლებში. გააჩნია რამდენიმე სახესხვაობა, რაც დამოკიდებულია მოპოვების ადგილსა და იმ მინარევებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში მონაწილეობენ. ფერთა სპექტრი მერყეობს უფერულიდან თეთრამდე. აგრეთვე გამოირჩევა ბუნებრივი ბრწყინვალებით. ბერძნები თვლიდნენ, რომ ეს მინერალი ჰიპერბორებმა აჩუქეს ხალხს. სამხრეთ მესოპოტამიაში, მღვდლები, შუამავლები ღმერთებსა და ადამიანებს შორის მთვარის ქვას ატარებდნენ ლოცვის დროს. ისინი თვლიდნენ, რომ ეს მინერალი რეალობად აქცევდა ლოცვას და მათ ანიჭებდა უნარს ეწინასწარმეტყველათ. იგი აგრეთვე ითვლება იღბალისა და ქარიზმატულობის სიმბოლოდ. მთვარის ქვა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე მოდის სამყაროში უნიკალური თვისებების გამო. მისგან ამზადებენ სხვადასხვა სამკაულებსა და ამულეტებს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი გახლავთ ის, რომ გააჩნია საუცხოო ბრწყინვალება და ელვარება.

ვეფხვის თვალი - წარმოადგენს კვარცის სახესხვაობას, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ქერქზე, გრანიტის ქანებში, კვარცისა და სხვა მინერალების შერწყმით. ხანგრძლივი ჰიდროთერმული პროცესების გავლენით მის შემადგენლობას აგრეთვე უერთდება რკინა, რომელიც ქმნის ტალღოვან ეფექტს. ფერები დამოკიდებულია იმ მინერალებზე, რომელთა შერწყმის შედეგადაც წარმოიქმნება ეს ქვა. ვეფხვის თვალი ცნობილია უძველესი დროიდან. მას იყენებენ სხვადასხვა საიუვილერო ნაწარმის დასამზადებლად. გასულ საუკუნეებში იგი ითვლებოდა სამეფო ქვად, მას ძირითადად დიდებულები ატარებდნენ. ვეფხვის თვალმა დიდი პოპულარობა ჰპოვა ევროპაში მე-19 საუკუნის დასაწყისში. იგი მზის სიმბოლოდაა მიჩნეული, აგრეთვე ითვლება ერთ-ერთ ძლიერ დამცავ ქვად. რომაელი ლეგიონერები მას იყენებდნენ, როგორც დამცავ ამულეტს და იკეთებდნენ ბრძოლის დაწყების წინ. ვეფხვის თვალი მიიჩნევა სიძლიერისა და სიმდიდრის სიმბოლოდ.

ფირუზი - წარმოიქმნება მთის დანალექ ქანებში დედამიწის ქერქში მიმდინარე ხანგრძლივი დაბალ ტემპერატურული და ჰიპერგენური პროცესების შედეგად. მკვრივი კრისტალური მასების სახით მიმოფანტულია მთის სხვადასხვა ფენებში. შეფერილობა დამოკიდებულია იმ მინარევებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში იღებენ მონაწილეობას, ძირითადად კი სპილენძზე, რაც უფრო მეტი რაოდენობითაა წარმოდგენილი შემადგენლობაში მით უფრო მუქია მინერალის ფერი. იგი საკმაოდ მყარი ქვაა, მაგრამ სენსიტიურია მაღალი ტემპერატურის მიმართ. მისი დასახელება მომდინარეობს სპარსული სიტყვისგან „Firuza, რაც ნიშნავს გამარჯვებას და ბედნიერებას. ამ მინერალის მოპოვების ისტორია ძვ. წ. 6000 წელს იწყება. იგი ეგვიპტეში წმინდა ქვად ითვლებოდა და ფარაონებისთვის სპეციალურ სამკაულებს ამზადებდნენ. ეგვიპტის მმართველები ათასობით ადამიანს გზავნიდნენ სინაის ნახევარკუნძულის უდაობნოებში ამ საუცხოო მინერალის მოსაპოვებლად. აგრეთვე აცტეკები მას ღმერთების ქვად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ იგი იყო სიმბოლო, რომელიც აერთიანებდა დედამიწასა და ცას, ცეცხლსა და მზეს. მექსიკაში აცტეკური ნანგრევების გათხრისას აღმოაჩინეს სხვადასხვა ღმერთების ქანდაკებები, რომლებიც ფირუზისგან იყო დამზადებული. დღესდღეობით ამ მინერალს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საიუვილერო ინდუსტრიაში. თანამედროვე მოდის სამყაროში მას იყენებენ სხვადასხვა აქსესუარების დასამზადებლად. ფირუზს მიიჩნევენ ბედნიერებისა და მშვიდობის სიმბოლოდ. ამბობენ, რომ მას შეუძლია ნეგატიური ენერგიის საკუთარ თავზე აღება და ამით მეპატრონის დაცვა იმ ფაქტორებისგან, რომლებიც მის არსებულ მდგომარეობაზე ცუდ ზეგავლენას მოახდენენ. ამ მინერალს უკავშირდება უამრავი ლეგენდა თუ თქმულება, შესაძლებელია ეს ყველაფერი ზემოაღნიშნული თვისებებიდან გამომდინარეობდეს.

Corso - წარმოადგენს მექსიკურ ბრენდს, რომელიც მოწინავე ადგილს იკავებს თანამედროვე მოდის სამყაროში. ბრენდის თითოეული ასესუარი გამოირჩევა ინდივიდუალურობითა და საუცხოო დიზაინით. დიზაინერების ინსპირაციის წყარო გახლავთ ბუნება, ყოველდღიური ცხოვრების დინამიკა და მოგზაურობა. სამკაულის შექმნაში და მის კონსტრუირებაში აგრეთვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივ ქვებსა და სხვადასხვა ძვირფას ლითონებს. ხარისხი Corso-ს მთავარი პრიორიტეტია. მატერიალები შერჩეული და დამუშავებულია დიზაინერების მიერ ხელით. დიდი ყურადღება ეთმობა წარმოების თითოეულ ეტაპს. აქსესუარი არ ტოვებს საწარმოს სანამ სრულყოფილებას არ მიაღწევს. ბრენდის განსხვავებული და ელეგანტური სტილი გამოირჩევა სხვა დანარჩენებისგან.