Obsidian Lion - სამაჯური მოვერცხლილი დეტალით. ბრენდი Juniper & Eloise. აწყობილია ხელით. 8მმ თეთრი და შავი ობსიდიანის, აგრეთვე ყავისფერი აგატის ბურთულებითა და მოვერცხლილი ლომის დეტალით. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია ბოდრუმში.
ობსიდიანი - მაგმური წარმოშობის ქვაა, რომელიც შედგება
ვულკანური მინისგან. წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირზე გავარვარებული მასის ამოფრქვევის
შედეგად, რომელიც ზედა ფენაზე აღმოჩენისას ხვდება წყალში, ან ისეთ ქანებში სადაც ძალიან
სწრაფად ხდება ამ ცხელი მასების ტემპერატურის ვარდნა და გაცივება. შემადგენლობაში თითქმის
ყველა მინერალია, რადგანაც იგი გადის ათეულობით ფენას დედამიწის ქანებში. მას გააჩნია
რამდენიმე სახესხვაობა წარმოქმნის ადგილიდან გამომდინარე, განსხვავებულია აგრეთვე ფერთა
სპექტრიც, რომელიც ძირითადად მუქ ფერებში მერყეობს. არსებობს რამდენიმე ვერსია დასახელების
წარმოშობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ვერსიით სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან
„οβσις“ - («обсис»), რაც ნიშნავს „სანახაობას“ ასეთი სახელწოდება აიხსნება იმითაც,
რომ უძველეს დროში ეს მინერალი გამოიყენებოდა სარკის დასამზადებლად. მეორე ვერსიით
მას დასახელება მიანიჭეს რომაელებმა და იგი მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან „Obsianus
lapis“, რაც ნიშნავს ობსიდიანის ქვას. ეს მინერალი ცნობილია უძველესი დროიდან. ჯერ
კიდევ ქვის ხანაში მას იყენებდნენ სამუშაო თუ საბრძოლო იარაღების დასამზადებლად. განსაკუთრებული
პოპულარობა ჰპოვა ძველ რომში. მათ ამ მინერალის არსებობის შესახებ ლეგიონერ ობსიუსისგან
შეიტყვეს. სწორედ ამ მებრძოლმა ჩრდილოეთ აფრიკიდან წაიღო ობსიდიანი რომის იმპერიაში.
ძველ ეგვიპტეში მისგან ამზადებდნენ ძვირფასეულობის შესანახ სკივრებს, ითვლებოდა, რომ
ამ მინერალს შეეძლო სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოზიდვა. საიუველირო ინდუსტრიაში ობსიდიანმა
აქტუალურობა შეიძინა XIX საუკუნის ბოლოს. დღესდღეობით მას აქტიურად იყენებენ სხვადასხვა
სამკაულებისა და აქსესუარების დასამზადებლად. იგი სიმბოლოა სიფრთხილის, იცავს ადამიანს
უარყოფითი ენერგეტიკისგან, შესაძლებლობას აძლევს მეპატრონეს ადვილად გაარჩიოს ტყუილი
და მართალი. იგი აგრეთვე ეხმარება ადამიანს ნებისმიერი სიძნელის გადალახვაში.
აგატი - წარმოადგენს ქალცედონის სახესხვაობას, რომელიც თავის მხრივ მიეკუთვნება კვარცის მინერალთა ოჯახს. წარმოიქმნება დედამიწის ქანებში მიმდინარე ხანგრძლივი ჰიდროთერმული პროცესებისა და სილიკატების დეკრისტალიზაციის შედეგად. იგი ნორმალური სიმყარის მქონე ქვაა, აგრეთვე სტრუქტურულად გააჩნია ტალღოვანი ხაზები, რაც ქმნის სხვადასხვა სილუეტებს ნახატების მსგავსს. გამჭირვალობა და ასევე ფერთა გამა დამოკიდებულია იმ მინარევებზე, რომლებიც მონაწილეობენ მის ჩამოყალიბებაში. არსებობს ამ მინერალის ასეულობით სახესვაობა, რაც განპირობებულია იმით თუ სად არის მოპოვებული ეს ქვა. დასახელება მას მიანიჭა ბერძენმა ბიოლოგმა თეოფრასტმა, რომელიც გახლდათ არისტოტელეს მოსწავლე, მოღვაწეობდა ძვ. წ. 370 - ძვ. წ. 285 წლებში. სიტყვა აგატი მომდინარეობს ბერძნულიდან „Achates“, იგი არის ძველი სახელწოდება მდინარე დირილლოსი, რომელიც მდებარეობს სიცილიაში. აგატი ცნობილია უძველესი დროიდან, სხვადასხვა კულტურაში მას განსხვავებული დატვირთვა აქვს. უამრავი თქმულება თუ ლეგენდა არსებობს ამ მინერალზე. ერთ-ერთი ნაამბობის მიხედვით შორეულ წარსულში დედამიწაზე დაისადგურა შემაძრწუნებელმა ბოროტებამ და ვერ მოიძებნებოდა ქვეყნად ძალა, რომელიც მას დაამარცხებდა. ცეცხლი ეკიდა ხმელეთსა თუ მდინარეებს, ცოცხალი არსებები კი მისგან დასაცავად იმალებოდნენ დედამიწის სიღრმეებში. ღმერთებმა ბოროტებასთან საბრძოლველად გამოგზავნეს თეთრი არწივი. გაიმართა უსასტიკესი ბრძოლა, ცაც კი სისხლისფრად შეიღება. სიკეთემ გაიმარჯვა, მაგრამ არწივი სასიკვდილოდ დაიჭრა, დედამიწაზე ჩამოვარდა და ქვად იქცა. მისი თვალი კი აგატად გადაქცეული აგრძელებს ადამიანების ქცევაზე დაკვირვებას, რომელიც განასხვავებს ცუდსა და კარგს. ამ მინერალისგან უკვე მრავალი საუკუნეა ამზადებენ სამკაულებს, ნაკეთობებს, ქანდაკებებს და სხვადასხვა ნივთებს. იგი დღესაც საკმაოდ პოპულარული ქვაა. აქტიურად გამოიყენება საიუველირო ინდუსტრიაში. ამზადებენ სხვადასხვა აქსესუარებს, რომლებიც თითქმის ყველა თანამედროვე გამოძახილს აკმაყოფილებს მოდის სამყაროში. აგატი ითვლება ბოროტებაზე გამარჯვებისა და სიკეთის სიმბოლოდ. აგრეთვე ამბობენ, რომ იგი იზიდავს დადებით ენერგიას და იცავს მეპატრონეს უარყოფითი ფაქტორებისგან, ასევე არიდებს მას ცუდ სიზმრებს.
Juniper & Eloise მსოფლიოში ცნობილი
ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა. დიზაინერების ინსპირაციის წყარო გახდა ქალაქი
ბოდრუმი, რომელიც მდებარეობს ეგეოსის ზღვასთან. ბრენდის შემოქმედება სავსეა ბერძნული
მითოლოგიის დეტალებით, რომლებიც ადაპტირებულია თანამედროვეობასთან.