Lucent Blue - მოოქროვილი სამაჯური. ბრენდი Zorrata. აწყობილია ხელით. მაღალი ხარისხის 14 კარატიან ოქროში ამოვლებული უჟანგავი მეტალი. ლომის ჩარმი გაფორმებული ლურჯი ცირკონის თვლებით. გრავირებული ბრენდის სახელი. უნივერსალური ზომა. დამზადებულია აშშ-ში.
ცირკონი - მოიპოვება დედამიწის ქერქის თითქმის ყველა დონეზე, თუმცა ძირითადად კონცენტრირებულია ლითოსფეროში. მისი კრისტალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, როგორც ბუნებრივად ასევე შესაძლებელია ლაბორატორიებშიც. იგი სიმაგრით თითქმის ალმასს უტოლდება. შეფერილობა დამოკიდებულია იმ მიერალთა მინარევებზე, რომლებიც გამოიყენება მის წარმოქმნაში. საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს იუველირებში და იყენებენ სხვადასხვა სამკაულის დასამზადებლად. ცირკონი სპარსულ ენაზე აღნიშნავს „ოქროსფერს“. აგრეთვე გამოიყენება აქსესუარებში ძვირად ღირებული ქვების შემცვლელად. იგი ითვლება მოგზაურობის და დინამიური ცხოვრების სიმბოლოდ, სწორედ ამის გამო მისგან ამზადებენ სხვადასხვა ამულეტებს.
Lucent Blue - შექმნილია გამორჩეული ელეგანტური სტილის მქონე ბრენდის Zorrata-ს მიერ. ზორატა წარმოადგენს სამკაულების ბრენდს, რომლის მთავარი ინსპირაცია ბუნება და თანამედროვე ხელოვნებაა. აქსესუარებში გამოყენებული ბუნებრივი მინერალები და ორნამენტები განსაკუთრებულ სახეს სძენს თითოეულ დეტალს, აგრეთვე იგრძნობა ბრენდის ინდივიდუალური მიდგომა სტილთან. უნიკალური დიზაინი იქმნება კანადაში, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ბრენდი ორიენტირებულია ხარისხსა და დახვეწილ დიზაინზე. ზორატა დღესდღეობით გლობალური ბრენდია, რომელიც გთავაზობთ მოდერნისტულ და ამავდროულად კლასიკურ პროდუქციას.