ყინულოვანი ყვავილის აგატის სამაჯური - მოოქროვილი დეტალით. ბრენდი Galebra. აწყობილია
ხელით.
8მმ
აგატის
ბურთულები
და
მოოქროვილი
უჟანგავი
მეტალი
გრავირებული
ბრენდის
სახელი.
ერთმანეთთან
დაკვშირებულია
ელასტიური
სიმით.
უნივერსალური ზომა. დამზადებულია შვედეთში.
ყინულოვანი ყვავილის აგატი - წარმოადგენს ქალცედონის
სახესხვაობას, რომელიც თავის მხრივ მიეკუთვნება კვარცის მინერალთა ოჯახს. წარმოიქმნება
დედამიწის ქანებში მიმდინარე ხანგრძლივი ჰიდროთერმული პროცესებისა და სილიკატების დეკრისტალიზაციის
შედეგად. იგი ნორმალური სიმყარის მქონე ქვაა,
აგრეთვე სტრუქტურულად გააჩნია ტალღოვანი ხაზები, რაც ქმნის სხვადასხვა სილუეტებს ნახატების
მსგავსს. გამჭირვალობა და ასევე ფერთა გამა დამოკიდებულია იმ მინარევებზე, რომლებიც
მონაწილეობენ მის ჩამოყალიბებაში. არსებობს ამ მინერალის ასეულობით სახესვაობა, რაც
განპირობებულია იმით თუ სად არის მოპოვებული ეს ქვა. დასახელება მას მიანიჭა ბერძენმა
ბიოლოგმა თეოფრასტმა, რომელიც გახლდათ არისტოტელეს მოსწავლე, მოღვაწეობდა ძვ. წ.
370 - ძვ. წ. 285 წლებში. სიტყვა აგატი მომდინარეობს ბერძნულიდან „Achates“, იგი არის ძველი სახელწოდება მდინარე
დირილლოსი, რომელიც მდებარეობს სიცილიაში. აგატი ცნობილია უძველესი დროიდან, სხვადასხვა
კულტურაში მას განსხვავებული დატვირთვა აქვს. უამრავი თქმულება თუ ლეგენდა არსებობს
ამ მინერალზე. ერთ-ერთი ნაამბობის მიხედვით შორეულ წარსულში დედამიწაზე დაისადგურა
შემაძრწუნებელმა ბოროტებამ და ვერ მოიძებნებოდა ქვეყნად ძალა, რომელიც მას დაამარცხებდა.
ცეცხლი ეკიდა ხმელეთსა თუ მდინარეებს, ცოცხალი არსებები კი მისგან დასაცავად იმალებოდნენ
დედამიწის სიღრმეებში. ღმერთებმა ბოროტებასთან საბრძოლველად გამოგზავნეს თეთრი არწივი.
გაიმართა უსასტიკესი ბრძოლა, ცაც კი სისხლისფრად შეიღება. სიკეთემ გაიმარჯვა, მაგრამ
არწივი სასიკვდილოდ დაიჭრა, დედამიწაზე ჩამოვარდა და ქვად იქცა. მისი თვალი კი აგატად
გადაქცეული აგრძელებს ადამიანების ქცევაზე დაკვირვებას, რომელიც განასხვავებს ცუდსა
და კარგს. ამ მინერალისგან უკვე მრავალი საუკუნეა ამზადებენ სამკაულებს, ნაკეთობებს,
ქანდაკებებს და სხვადასხვა ნივთებს. იგი დღესაც საკმაოდ პოპულარული ქვაა. აქტიურად
გამოიყენება საიუველირო ინდუსტრიაში. ამზადებენ სხვადასხვა აქსესუარებს, რომლებიც თითქმის
ყველა თანამედროვე გამოძახილს აკმაყოფილებს მოდის სამყაროში. აგატი ითვლება ბოროტებაზე
გამარჯვებისა და სიკეთის სიმბოლოდ. აგრეთვე
ამბობენ, რომ იგი იზიდავს დადებით ენერგიას და იცავს მეპატრონეს უარყოფითი ფაქტორებისგან,
ასევე არიდებს მას ცუდ სიზმრებს.
სამკურნალო ეფექტები - აგატი ერთ-ერთ ყველაზე ფაქიზ ქვად ითვლება, მიუხადავად იმისა, რომ მას სხვა ქვებთან შედარებით ნაკლები სამკურნალო თვისებები გააჩნია, თითოეულ აგატს აქვს საკუთარი უნიკალური ეფექტი.
დიზაინი -
გალებრას დიზაინი სიღრმისეულად არის გააზრებული. მისი მთავარი დანიშნულებაა იდეალურობამდე მიიყვანოს თქვენი ჩაცმულობა. მისი მიზანი არა ინდივიდუალურობის შეცვლა, არამედ თავდაჯერებულობის ამაღლებაა. თითოეული ქვა გამოირჩევა უნიკალური სტრუქტურით. ისინი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მთებშია მოპოვებული, შემდეგ კი დამუშავებული. გალებრა გთავაზობთ ფართო არჩევანს, რომელიც დაფუძნებულია სისადავეზე.
ხარისხი -
გალებრას მთავარი პრიორიტეტია. მატერიალები შერჩეული და დამუშავებულია დიზაინერების მიერ შვედეთში. ზედამხედველობის ქვეშაა და დიდი ყურადღება ეთმობა, წარმოების თითოეულ ნაბიჯს. ყოველი სამკაული საწარმოს დატოვებამდე ყურადღებითაა შემოწმებული. საბოლოო პროდუქტი არ მტკიცდებას სანამ თითოეული დეტალი არ გაივლის ტესტირებას.