GEL290
გაყიდვაშია
+

Grey Jasper - მაღალი ხარისხის 14 კარატიან ვარდისფერ ოქროში ამოვლებული უჟანგავი მეტალის ბეჭედი. ბრენდი Zorrata. ნაცრისფერი იასპის ქვის დეტალი. გრავირებული ბრენდის სახელი. დამზადებულია აშშ-ში.

იასპი - მთის შემადგენელი ნაწილია მასიური წვრილმარცვლოვანი ქანის სახით, რომელიც ძირითადად ნაგებია ქალცედონით, კვარცითა და სხვა მინერალებით. იგი გამოირჩევა სიმაგრითა და სიმტკიცით. იასპი მეტწილად მეტამორფიზებული კაჟბადიანი რადიოლარიული ან თიხოვან-კაჟბადიანი ნალექია, რომელიც გენეტიკურად დაკავშირებულია ეფუზივებთან და ტუფებთან. მას რამდენიმე სახესხვაობა გააჩნია, რაც დამოკიდებულია წარმოშობის ადგილსა და მინარევებზე. იასპი გამოირჩევა ფერთა ფართო ასორტიმენტით, რაც დამოკიდებულია იმ მინერალებზე, რომელთა გავლენითაც ფორმირდება ზემო აღნიშნული ქვა. მისი სახეობები აგრეთვე განსხვავდება მოლეკულური აგებულებით.

იასპი პალეოლითური პერიოდიდან არის ცნობილი. მას პირველყოფილი ადამიანები მოიპოვებდნენ და იყენებდნენ საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანიშნულებით, ძირითადად ამზადებდნენ სამკაულებს. ძველ ეგვიპტეში მისგან ამზადებდნენ ღმერთების ფიგურებს. რომაელები იასპს მიიჩნევდნენ სამკურნალო ქვად და იყენებდნენ სხვადასხვა დამცავი ამულეტების შესაქმნელად. იგი დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული საიუვილერო ქვაა, რომელსაც აქტიურად იყენებენ სამკაულების დასამზადებლად. მისი დამუშავება ძალზედ რთული პროცესია. იასპი ითვლება ფიზიკური სიძლიერის და სიცოცხლის სიმბოლოდ. მიიჩნევენ, რომ იგი აბრკოლებს ნეგატიურ ენერგიას და აგრეთვე ხელს უწყობს სხეულის ტონუსში ყოფნას.

Grey Jasper Ring - შექმნილია გამორჩეული ელეგანტური სტილის მქონე ბრენდის Zorrata-ს მიერ. ზორატა წარმოადგენს სამკაულების ბრენდს, რომლის მთავარი ინსპირაცია ბუნება და თანამედროვე ხელოვნებაა. აქსესუარებში გამოყენებული ბუნებრივი მინერალები და ორნამენტები განსაკუთრებულ სახეს სძენს თითოეულ დეტალს, აგრეთვე იგრძნობა ბრენდის ინდივიდუალური მიდგომა სტილთან. უნიკალური დიზაინი იქმნება კანადაში, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ბრენდი ორიენტირებულია ხარისხსა და დახვეწილ დიზაინზე. ზორატა დღესდღეობით გლობალური ბრენდია, რომელიც გთავაზობთ მოდერნისტულ და ამავდროულად კლასიკურ პროდუქციას.