Gold Lava Lion - ვულკანური ქვის სამაჯური. ბრენდი Zorrata. აწყობილია ხელით. 8 მმ ბურთულები. მაღალი ხარისხის 14 კარატიან ოქროში ამოვლებული უჟანგავი მეტალი. გრავირებული ბრენდის სახელი. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია აშშ-ში.
ვულკანური ქვა - წარმოიქმნება ვუნკანიდან გავარვარებული მაგმური მასის დედამიწის ზედაპირზე ამოფრქვევის დროს. ამ ცხელი მასის გაციებისას ან წყალთან კონტაქტის დამყარების დროს ვიღებთ ზემოაღნიშნულ ფოროვან მინერალს. შემადგენლობაში თითქმის ყველა მინარევია, რადგანაც იგი გადის ათეულობით ფენას დედამიწის ქანებში. მას გააჩნია რამდენიმე სახესხვაობა წარმოქმნის ადგილიდან გამომდინარე, განსხვავებულია აგრეთვე ფერთა სპექტრიც, რომელიც ძირითადად მუქ ფერებში მერყეობს. მისი მეორე სახელწოდებაა ბაზალტი, რომელიც ეთიოპური სიტყვისგან, „basal, bselt“ მომდინარეობს. ვულკანურ ქვას უძველესი დროიდან იყენებდნენ სხვადასხვა კულტურებში და მისგან ამზადებდნენ, როგორც ღმერთების ქანდაკებებს აგრეთვე სამკაულებს. რამდენიმე ათეული წლის წინ იუველირებმა დაიწყეს ამ მინერალის შეთავსება სხვადასხვა ძვირფას ლითონებთან და ამ კომბინაციით აქსესუარების შექმნა. დღესდღეობით თანამედროვე მოდის სამყაროში ეს მინერალი აქტიურად გამოიყენება. ვულკანური ქვა ითვლება ცოდნისა და სიბრძნის სიმბოლოდ. აგრეთვე მოიაზრება, რომ იგი მფლობელს ეხმარება სტრესული მდგომარეობის დაძლევასა და განტვირთვაში. მისი ერთ-ერთი ამოუცნობი თვისება კი გახლავთ ის, რომ იგი უჩვეულოდ დიდხანს ინარჩუნებს მიღებულ სითბოსა და ენერგიას.
Gold Lava Lion - შექმნილია გამორჩეული ელეგანტური სტილის მქონე ბრენდის Zorrata-ს მიერ. ზორატა წარმოადგენს სამკაულების ბრენდს, რომლის მთავარი ინსპირაცია ბუნება და თანამედროვე ხელოვნებაა. აქსესუარებში გამოყენებული ბუნებრივი მინერალები და ორნამენტები განსაკუთრებულ სახეს სძენს თითოეულ დეტალს, აგრეთვე იგრძნობა ბრენდის ინდივიდუალური მიდგომა სტილთან. უნიკალური დიზაინი იქმნება კანადაში, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ბრენდი ორიენტირებულია ხარისხსა და დახვეწილ დიზაინზე. ზორატა დღესდღეობით გლობალური ბრენდია, რომელიც გთავაზობთ მოდერნისტულ და ამავდროულად კლასიკურ პროდუქციას.