Gold Feather - იასპის შავი ქვის სამაჯური, ბუმბულის ფორმის მოოქროვილი საკიდით. აწყობილია ხელით. მაღალი ხარისხის მოოქროვილი მეტალი. 6მმ ბურთულები. გრავირებული ბრენდის სახელი, ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია ბრიტანეთში.
იასპი - მთის შემადგენელი ნაწილია მასიური წვრილმარცვლოვანი ქანის სახით, რომელიც ძირითადად ნაგებია ქალცედონით, კვარცითა და სხვა მინერალებით. იგი გამოირჩევა სიმაგრითა და სიმტკიცით. იასპი მეტწილად მეტამორფიზებული კაჟბადიანი რადიოლარიული ან თიხოვან-კაჟბადიანი ნალექია, რომელიც გენეტიკურად დაკავშირებულია ეფუზივებთან და ტუფებთან. მას რამდენიმე სახესხვაობა გააჩნია, რაც დამოკიდებულია წარმოშობის ადგილსა და მინარევებზე. იასპი გამოირჩევა ფერთა ფართო ასორტიმენტით, რაც დამოკიდებულია იმ მინერალებზე, რომელთა გავლენითაც ფორმირდება ზემო აღნიშნული ქვა. მისი სახეობები აგრეთვე განსხვავდება მოლეკულური აგებულებით.
იასპი პალეოლითური პერიოდიდან არის ცნობილი. მას პირველყოფილი ადამიანები მოიპოვებდნენ და იყენებდნენ საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანიშნულებით, ძირითადად ამზადებდნენ სამკაულებს. ძველ ეგვიპტეში მისგან ამზადებდნენ ღმერთების ფიგურებს. რომაელები იასპს მიიჩნევდნენ სამკურნალო ქვად და იყენებდნენ სხვადასხვა დამცავი ამულეტების შესაქმნელად. იგი დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული საიუვილერო ქვაა, რომელსაც აქტიურად იყენებენ სამკაულების დასამზადებლად. მისი დამუშავება ძალზედ რთული პროცესია. იასპი ითვლება ფიზიკური სიძლიერის და სიცოცხლის სიმბოლოდ. მიიჩნევენ, რომ იგი აბრკოლებს ნეგატიურ ენერგიას და აგრეთვე ხელს უწყობს სხეულის ტონუსში ყოფნას.
21 წლის ჰენრი გუთფელომ გეტსჰედიდან 2010 წლის აპრილში დაარსა ბრენდი Chained and Able. აღნიშნული ბრენდი ხელმისაწვდომია დიდი ბრიტანეთის რამდენიმე მაღაზიაში. ექსკლუზიური ბრენდი გთავაზობთ, უნიკალური სტილით გამოირჩეულ ძვირფასეულობას. Chained and Able აწარმოებს მხოლოდ მცირე პროდუქციას, რომელიც ექსკლუზიურობის განცდას გვმატებს.