GEL1290
გაყიდვაშია
+

Aquamarine - აქვამარინი ქვის სამაჯური. ბრენდი Atolyestone. აწყობილია ხელით. 8მმ ბურთულები. შავი ფიანიტის კრისტალებით გაფორმებული სუფთა ვერცხლისაგან დამზადებული Atolyestone-ის საფირმო ბურთულა (10,6გრ). ექსკლუზიურ დიზაინში გამოყენებულია მაკრამეს კვანძები. აქვამარინის საერთო წონა 83.49 კარატი. გრავირებული ბრენდის სახელი. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია ბრიტანეთში, ლონდონში.

აქვამარინი - ძვირფასი ქვა, რომელიც მიეკუთვნება მინერალ ბერილის სახესხვაობას. სახელწოდება ლათინური „ Aqua Marina”-სგან მომდინარეობს და „ზღვის წყალს“ ნიშნავს. მათ ფერს აქცესორული მინარევები განაპირობებენ და მომწვანო-მოცისფრო ელფერი აქვს. იგი შესაძლოა გაღიავდეს ან გამუქდეს სხვადასხვა მოქმედი ფაქტორების გავლენის შედეგად. მისი ისტორია უძველესი დროიდან იწყება. იგი ცნობილი იყო ძველ რომსა და საბერძნეთში, მაგრამ იმ დროისათვის აქვამარინის დამუშავება ძალზედ ძნელი იყო, ამიტომ მას იშვიათად იყენებდნენ სამკაულების დასამზადებლად. მე-18 საუკუნეში ევროპაში გაჩნდა როკოკოს სტილი, რამაც იმ დროინდელ მოდის სამყაროში აქვამარინი ერთ-ერთ მოთხოვნად მინერალად აქცია. იუველირებში განსაკუთრებულ პოპულარობას ამ ქვამ მიაღწია მე-20 საუკუნის დასაწყისში არტ-დეკო-ს სტილის გამოჩენასთან ერთად. იგი დღესაც გამორჩეულ ადგილს იკავებს თანამედროვე მოდის სამყაროში.

სამკურნალო ეფექტები: ითვლება, რომ აქვამარინი მეპატრონის განწყობის ან ამინდის შესაბამისად ფერს იცვლის. დადებითი აურის შემთხვევაში ღიავდება, ხოლო ცუდის პირიქით მუქდება. აგრეთვე ეს ქვა სიმბოლოა ძალის, სიმამაცის, მეგობრობისა და ჯანმრთელობის.

Atolyestone - წარმოადგენს უმაღლესი დონის საუიველირო ბრენდს, რომლის მთავარი ოფისიც მდებარეობს ლონდონში. Atolyestone-ის მთავარი მიზანია იდეალურად და ჰარმონიულად შეახამოს ერთმანეთთან ტრადიციული ქვები და ამულეტები, თანამედროვე ოქროსა და ვერცხლის სტილთან. დღესდღეობით Atolyestone რჩება ერთგული თავისი ორიგინალური სტილის და ამასთანავე იდეალურად ახდენს მსოფლიო უმაღლესი საიუველირო სტილის წარმოჩენას განსხვავებული სახით.

Atolyestone-ი მიისწრაფის შექმნას უნიკალური დიზაინის საიუველირო ნაწარმი და აქსესუარები, რომელიც განსხვავებული იქნება არსებული ნორმისაგან. პროდუქციის შექმნისას გამოყენებული უმაღლესი ხარისხის მასალა და თითოეული ნაწილის სიღმრისეულად შესწავლა, მათ კოლექციას სძენს გამძლეობასა და უნიკალურობას. დიზაინერების კრეატიულობა და მათი ნიჭი Atolyestone-ის კოლექციას გამოარჩევს სხვა ბრენდებისგან.