Aqua Terra - აქვა
ტერას ქვის სამაჯური. ბრენდი
Atolyestone.
აწყობილია ხელით. 6მმ ბურთულები. ოქროში ამოვლებული ვერცხლის ლოგო. გრავირებული ბრენდის
სახელი. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია
ბრიტანეთში, ლონდონში.
Aqua Terra იგივე ვარისციტი 1837 წელს აღმოაჩინეს გერმანიაში. მისი დასახელება მომდინარეობს ვოგტლანდის ისტორიული სახელიდან 'Variscia'. ზემოაღნიშნული ქვა წარმოიქმნება მღვიმეებში ჰიდროთერმული პროცესების შედეგად სტალაქტიტების სახით. არსებობს მისი რამდენიმე სახესხვაობა, რაც დამოკიდებულია მოპოვების ადგილსა და იმ მინარევებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში მონაწილეობენ. იგი საკმაოდ მყარი მინერალია, მაგრამ სენსიტიურია მაღალი ტემპერატურის მიმართ. იუველირები მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა აქსესუარის დასამზადებლად. ვარისციტი რთული დასამუშავებელი ქვაა, ამისდა მიუხედავად ის თანამედროვე მოდის სამყაროში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სამკურნალო ეფექტები: ითვლება, რომ Aqua Terra-ს ქვა ადამიანს ანიჭებს სულიერ
სიმშვიდეს და გაწონასწორებულობას. ის აგრეთვე ითვლება სტაბილურობის და სამართლიანობის
სიმბოლოდ.
Atolyestone წარმოადგენს უმაღლესი დონის საუიველირო ბრენდს, რომლის მთავარი ოფისიც მდებარეობს ლონდონში. Atolyestone-ის მთავარი მიზანია იდეალურად და ჰარმონიულად შეახამოს ერთმანეთთან ტრადიციული ქვები და ამულეტები, თანამედროვე ოქროსა და ვერცხლის სტილთან. დღესდღეობით Atolyestone რჩება ერთგული თავისი ორიგინალური სტილის და ამასთანავე იდეალურად ახდენს მსოფლიო უმაღლესი საიუველირო სტილის წარმოჩენას განსხვავებული სახით.
Atolyestone-ი მიისწრაფის შექმნას უნიკალური დიზაინის საიუველირო ნაწარმი და აქსესუარები, რომელიც განსხვავებული იქნება არსებული ნორმისაგან. პროდუქციის შექმნისას გამოყენებული უმაღლესი ხარისხის მასალა და თითოეული ნაწილის სიღმრისეულად შესწავლა, მათ კოლექციას სძენს გამძლეობასა და უნიკალურობას. დიზაინერების კრეატიულობა და მათი ნიჭი Atolyestone-ის კოლექციას გამოარჩევს სხვა ბრენდებისგან.