Fleur De Lis Onyx

GEL2790
გაყიდვაშია
+

ითითებული აქსესუარი მზადდება მხოლოდ შეკვეთით. დამზადებისა და ტრანსპორტირების სავარაუდო ხანგრძლივობაა 5 - 10 სამუშაო დღე.

Fleur De Lis Onyx - სამეფო ორნამენტით გაფორმებული შავი ონიქსის ბეჭედი. ბრენდი Gold Jewelry. მაღალი ხარისხის 14 კარატიანი მასიური ოქრო 9.4 გრამი. ორნამენტი დამზადებულია ონიქსის ქვისგან. დეტალები დამუშავებულია თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგიით. გრავირებული ბრენდის სახელი. დამზადებულია აშშ-ში.

ონიქსი - წარმოადგენს ქალცედონის სახესხვაობას. იგი წარმოიქმნება მინერალთა სხვადასხვა ჯგუფების შერწყმით. მისი შეფერილობა დამოკიდებულია მოპოვების ადგილსა და იმ მინერალთა ჯგუფებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში მონაწილეობენ მაგალითად კვარცისა და მარმარილოს მინარევებზე. მისი მოპოვების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ონიქსს ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში იყენებდნენ სხვადასხვა ღმერთების ფიგურების დასამზადებლად, რომლებიც ძვ. წ. 5000 წლით თარიღდება. იგი აგრეთვე ითვლება ბიბლიურ ქვად. ის ნახსენებია ბიბლიის პირველ გვერდებზე სამოთხის აღწერის დროს. საიუველირო ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩევა, მას იყენებენ სხვადასხვა სამკაულის დასამზადებლად. ონიქსი ითვლება ლიდერობისა და მამაცობის სიმბოლოდ. აგრეთვე მოიაზრება, რომ იგი მფლობელს უქრობს ყოველგვარ შიშს და ეხმარება კონცენტრაციაში მიზნის მისაღწევად.

Gold Jewelry - წარმოადგენს სამკაულების ბრენდს, რომლის მთავარი ინსპირაცია გახლავთ უძველესი კულტურის ასპექტებისა და თანამედროვე ცხოვრების განუყოფლობა. ბრენდი აერთიანებს ათეულობით პროფესიონალ იუველირსა და დიზაინერს. მათი მთავარი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და იუველირების წარმოსახვის მეშვეობით შექმნან უნიკალური აქსესუარი, რომელიც თითოეული ადამიანის ინდივიდუალურობას გაუსვამს ხაზს. ყოველი დეტალი დამუშავებულია ხელით უმაღლეს დონეზე. ძვირფასი ლითონებისა და ბუნებრივი ქვების შერწყმით ბრენდი იღებს უნიკალურ და განსხვავებულ აქსესუარს.