ძველი ფასი: GEL320
GEL270
დანაზოგი: GEL50 (16%) დანაზოგი 16%
გაყიდვაშია
+

Bronzite - ბრონზიტისა და მთის ნეფრიტის ქვის სამაჯური. ბრენდი Galebra. აწყობილია ხელით. 8მმ ბურთულები. 925 სუფთა ვერცხლისგან დამზადებული Galebra-ს ორნამენტი. გრავირებული ბრენდის სახელი. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია შვედეთში.

ბრონზიტი - წარმოადგენს ვულკანოგენურ ქვათა წარმონაქმნს. ის აგრეთვე გვხვდება დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტების შემადგენლობაში. იგი საკმაოდ მყარი მინერალია, რაც განპირობებულია მისი კრისტალების პრიზმული ფორმით. ბრონზიტის რამდენიმე სახესხვაობა არსებობს, რაც დამოკიდებულია მის მინარევებზე. ძირითადად მისი ყველაზე გავრცელებული მინარევი რკინაა, რომელიც განაპირობებს მის სხვადასხვა შეფერილობას. ეს მინერალი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში. იუველირები ამ ქვას იყენებენ სხვადასხვა სამკაულის დასამზადებლად.

სამკურნალო ეფექტები: ბრონზიტი ითვლება მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოდ. იგი უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას. მეპატრონეს ეხმარება სარისკო სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

მთის ნეფრიტი - წარმოიქმნება მთის სიღრმეებში ვულკანური მაგმის ზემოქმედების შედეგად. იგი ძირითადად დედამიწის ზედაპირზე ხვდება მიწისქვეშა წლის დინებების მდინარესთან შეერთების მეშვეობით. ნეფრიტი ძალიან მყარი მინერალია მისი დამუშავება ხდება ალმასის მეშვეობით. შეფერილობა ძირითადად მწვანეა, მაგრამ გვხვდება აგრეთვე თეთრი, წითელი და სხვა ფერებიც. ნეფრიტი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში აღმოაჩინეს და მისი თვისებების გამო მას იყენებდნენ სხვადასხვა იარაღის დასამზადებლად. ჩინეთში მას წმინდა ქვად თვლიან და მიიჩნევენ, რომ იგი ძალიან დიდი ენერგიის მატარებელია. მისგან ამზადებდნენ სხვადასხვა ქანდაკებებსა და ნაკეთობებს. დღესდღეობით იგი საკმაოდ პოპულარულია იუველირებში, მას იყენებენ სხვადასხვა აქსესუარის დასამზადებლად.

სამკურნალო ეფექტები: ნეფრიტი ძლიერი ენერგეტიკის ქვაა, რომელიც ატარებს წონასწორობის, ზომიერების, სამართლიანობის, გულმოწყალეობის ენერგიებს. ეს ქვა სიბრძნის, სიმტკიცის, ასევე ძალაუფლების და უკვდავების სიმბოლოდ ითვლება ჩინეთში და ნაციონალურ ქვად არის აღიარებული.

დიზაინი - გალებრას დიზაინი სიღრმისეულად არის გააზრებული. მისი მთავარი დანიშნულებაა იდეალურობამდე მიიყვანოს თქვენი ჩაცმულობა. მისი მიზანი არა ინდივიდუალურობის შეცვლა, არამედ თავდაჯერებულობის ამაღლებაა. თითოეული ქვა გამოირჩევა უნიკალური სტრუქტურით. ისინი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მთებშია მოპოვებული, შემდეგ კი დამუშავებული. გალებრა გთავაზობთ ფართო არჩევანს, რომელიც დაფუძნებულია სისადავეზე.

ხარისხი - გალებრას მთავარი პრიორიტეტია. მასალები შერჩეული და დამუშავებულია დიზაინერების მიერ შვედეთში. ზედამხედველობის ქვეშაა და დიდი ყურადღება ეთმობა, წარმოების თითოეულ ნაბიჯს. ყოველი სამკაული საწარმოს დატოვებამდე ყურადღებითაა შემოწმებული. საბოლოო პროდუქტი არ მტკიცდებას სანამ თითოეული დეტალი არ გაივლის ტესტირებას.