კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენს შესახებ

„კლასიკ რუმი“ წარმოადგენს ქართულ ონლაინ მაღაზიას, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. იურიდიული პირის სტატუსი განსაზღვრულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებსაც აქვთ გამოცდილება უცხოეთში არსებული ონლაინ გაყიდვების სფეროში. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ უმახლესი ხარისხის მომსახურება და შევუქმნათ კომფორტი.


ინფორმაციის შეგროვება

ჩვენი კომპანია აგროვებს ინფორმაციას შეკვეთის გაფორმებისას, რომელსაც ონლაინ მაღაზია მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში. ასევე ჩვენი ვებ გვერდით სარგებლობის დროს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომში, ასევე მითითებული ინფორმაცია გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. მიღებული ინფორმაცია მოიცავს დამკვეთის სახელსა და გვარს, საკონტაქტო ინფორმაციას, ასევე შეკვეთის მიწოდების ადგილსა და საცხოვრებელ მისამართს. გროვდება და ინახება მხოლოდ ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა შეკვეთის განთავსებისათვის. განცხადების მიზანია, ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.


ინფორმაციის გამოყენების მიზნები

თითოეული ინფორმაცია, რომელიც შეგროვებული და დამუშავებულია შეიძლება გამოყენებული იქნას ჩვენი მხრიდან შემდეგი მიზნებისათვის:

  • გამოვიყენოთ იგი, რათა გავაანალიზოთ ინდივიდუალური მომხმარებლის მოთხოვნები და საჭიროებები. შესაბამისად შევთავაზოთ ის პროდუქტი, რომელიც კონკრეტული მომხმარებლისათვის უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნება.
  • არსებული ვებ გვერდისა და დიზაინის დახვეწა და გაუმჯობესება.
  • მომსახურების ხარისხის ამაღლება.
  • ვებ გვერდის ადმინისტრირების, რეკლამირებისა და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების გამართულად მუშაობა.
  • ელექტრონულ ფოსტაზე სარეკლამო წერილების გაგზავნა, რათა მომხმარებელმა მიიღოს ინფორმაცია არსებულ განახლებებსა და შეთავაზებებზე.
  • კომპანიის კანონიერი მოვალეობების ეფექტურად შესრულება.
  • პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება.


ინფორმაციის დაცვა

კომპანია „კლასიკ რუმი“ იძლევა გარანტიას, რომ დავიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაცისა და უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებით. თქვენი ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული არამართლზომიერად. მომხმარებლის მოთხოვნისამებრ ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი გამოიყენებს შეკვეთის განთავსებისათვის არის კონფიდენციალური. შესაბამისად ეს მონაცემები არ გაიცემა მესამე პირზე გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა აგრეთვე სამართალდამცველთა და სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე.


ანგარიშსწორების მეთოდების დაცვა

ვებ გვერდი აღჭურვილია თანამედროვე გადახდის სისტემებით, რაც თავის მხრივ მოიცავს საკრედიტო ბარათით, ქართული და უცხოური ელექტრონული საფულეებისა და საბანკო გადარიცხვის გამოყენებას ანგარიშსწორების მიზნით. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება შესყიდვის განსახორციელებლად დაცულია თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, როგორც ჩვენი ასევე ბანკისა და სხვა საფინანსო შუამავლების მხრიდან. შესაბამისად შესყიდვის ეტაპებისდა მიხედვით პასუხისმგებლობას ინაწილებს, როგორც ინტერნეტ მაღაზია, ასევე საფინანსო შუამავლები და ბანკი.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი

გარდა იმისა, რომ კომპანია კეთილსინდისიერად იცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს კონფიდენციალურობის პრინციპით, აღნიშნულ მონაცემებს ასევე იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი და განიჭებთ უფლებას მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • მონაცემები, რომლებიც მუშავდება თქვენს შესახებ.
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი.
  • ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა გზითაა მოპოვებული აღნიშნული მონაცემები.
  • გადაეცა თუ არა თქვენი მონაცემები მესამე მხარეს და რა მიზნით.
  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

აგრეთვე კანონის თანახმად მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს ჩვენს მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი. გარდა ამისა უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამტება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განახორციელდა კანონდარღვევის მეშვეობით.

იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა პირადი მონაცემები დაუყოვნებლივ ვერ წაიშალოს. შეფერხება შესაძლოა გამომდინარეობდეს, როგორც საგადასახადო ვალდებულებებისაგან ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობიდან. მაღაზიას წარმოეშვება ვალდებულება მომაცემების მომხმარებლებისთვის მიწოდებაზე მხოლოდ ამ კონკრეტული პირის მოთხოვნის საფუძველზე.

კომპანია მიღებულ ინფორმაციას იყენებს ბიზნესთან დაკავშირებულ ან/და კომერციული მიზნებისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში. აღსანიშნავია ის, რომ კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინეტერსების შელახვისკენ.


კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება

კომპანია იტოვებს უფლება ნებისმიერ დროს მომხმარებელთან შეკითხვისა და გაფრთხილების გარეშე: შეიტანოს ცვლილებები, განაახლოს, ამოიღოს ან ჩაამატოს პუნქტები არსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. ასევე კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს არსებული და შეიმუშაოს ახალი პოლიტიკა.


არსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემუშავებულია 01.03.2019 წელს.