5701 RUB
გაყიდვაშია
+

Tiger Charm - სამაჯური აწყობილია 8მმ ონიქსისდა 6მმ ჰემატიტის ბურთულებით. ბრენდი Juniper & Eloise. აწყობილია ხელით. მაღალი ხარისხის ვერცხლში ამოვლებული უჟანგავი მეტალი. ვეფხვისა და დისკოს ფიგურები გაფორმებულია უფერული და შავი კრისტალებით. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია ბოდრუმში.

ონიქსი - წარმოადგენს ქალცედონის სახესხვაობას. იგი წარმოიქმნება მინერალთა სხვადასხვა ჯგუფების შერწყმით. მისი შეფერილობა დამოკიდებულია მოპოვების ადგილსა და იმ მინერალთა ჯგუფებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში მონაწილეობენ მაგალითად კვარცისა და მარმარილოს მინარევებზე. მისი მოპოვების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ონიქსს ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში იყენებდნენ სხვადასხვა ღმერთების ფიგურების დასამზადებლად, რომლებიც ძვ. წ. 5000 წლით თარიღდება. იგი აგრეთვე ითვლება ბიბლიურ ქვად. ის ნახსენებია ბიბლიის პირველ გვერდებზე სამოთხის აღწერის დროს. საიუველირო ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩევა, მას იყენებენ სხვადასხვა სამკაულის დასამზადებლად. ონიქსი ითვლება ლიდერობისა და მამაცობის სიმბოლოდ. აგრეთვე მოიაზრება, რომ იგი მფლობელს უქრობს ყოველგვარ შიშს და ეხმარება კონცენტრაციაში მიზნის მისაღწევად.

Juniper & Eloise მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა. დიზაინერების ინსპირაციის წყარო გახდა ქალაქი ბოდრუმი, რომელიც მდებარეობს ეგეოსის ზღვასთან. ბრენდის შემოქმედება სავსეა ბერძნული მითოლოგიის დეტალებით, რომლებიც ადაპტირებულია თანამედროვეობასთან.