GEL290
გაყიდვაშია
+

Three Lions - შედგება ელეგანტური და დახვეწილი ორნამენტებისგან. ბრენდი Zorrata. 6მმ გლუვი შავი ონიქსის ქვები. 3 მაღალი ხარისხის ლომის ფორმის მოოქროვილი მეტალი. 54 კრისტალიანი გრავირებული ბრენდის სახელი. აწყობილია ხელით. უნივერსალური ზომა. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. დამზადებულია აშშ-ში.

ონიქსი - წარმოადგენს ქალცედონის სახესხვაობას. იგი წარმოიქმნება მინერალთა სხვადასხვა ჯგუფების შერწყმით. მისი შეფერილობა დამოკიდებულია მოპოვების ადგილსა და იმ მინერალთა ჯგუფებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში მონაწილეობენ მაგალითად კვარცისა და მარმარილოს მინარევებზე. მისი მოპოვების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ონიქსს ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში იყენებდნენ სხვადასხვა ღმერთების ფიგურების დასამზადებლად, რომლებიც ძვ. წ. 5000 წლით თარიღდება. იგი აგრეთვე ითვლება ბიბლიურ ქვად. ის ნახსენებია ბიბლიის პირველ გვერდებზე სამოთხის აღწერის დროს. საიუველირო ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩევა, მას იყენებენ სხვადასხვა სამკაულის დასამზადებლად. ონიქსი ითვლება ლიდერობისა და მამაცობის სიმბოლოდ. აგრეთვე მოიაზრება, რომ იგი მფლობელს უქრობს ყოველგვარ შიშს და ეხმარება კონცენტრაციაში მიზნის მისაღწევად.

Three Lions - შექმნილია გამორჩეული ელეგანტური სტილის მქონე ბრენდის Zorrata-ს მიერ. ზორატა წარმოადგენს სამკაულების ბრენდს, რომლის მთავარი ინსპირაცია ბუნება და თანამედროვე ხელოვნებაა. აქსესუარებში გამოყენებული ბუნებრივი მინერალები და ორნამენტები განსაკუთრებულ სახეს სძენს თითოეულ დეტალს, აგრეთვე იგრძნობა ბრენდის ინდივიდუალური მიდგომა სტილთან. უნიკალური დიზაინი იქმნება კანადაში, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ბრენდი ორიენტირებულია ხარისხსა და დახვეწილ დიზაინზე. ზორატა დღესდღეობით გლობალური ბრენდია, რომელიც გთავაზობთ მოდერნისტულ და ამავდროულად კლასიკურ პროდუქციას.