Prague Black Onyx

GEL260
გაყიდვაშია
+

Prague Black Onyx - შავი ონიქსის ქვის სამაჯური. ბრენდი Zenger. აწყობილია ხელით. 8მმ ბურთულები. ორი მაღალი ხარისხის თეთრი ოქროთი მოოქროვილი ცირკონის სვეტისებრი საფირმო დეტალი. ორნამენტი გაფორმებულია შავი კრისტალებით. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია აშშ-ში, ნიუ-იორკში.

ონიქსი - წარმოადგენს ქალცედონის სახესხვაობას. იგი წარმოიქმნება მინერალთა სხვადასხვა ჯგუფების შერწყმით. მისი შეფერილობა დამოკიდებულია მოპოვების ადგილსა და იმ მინერალთა ჯგუფებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში მონაწილეობენ მაგალითად კვარცისა და მარმარილოს მინარევებზე. მისი მოპოვების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ონიქსს ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში იყენებდნენ სხვადასხვა ღმერთების ფიგურების დასამზადებლად, რომლებიც ძვ. წ. 5000 წლით თარიღდება. იგი აგრეთვე ითვლება ბიბლიურ ქვად. ის ნახსენებია ბიბლიის პირველ გვერდებზე სამოთხის აღწერის დროს. საიუველირო ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩევა, მას იყენებენ სხვადასხვა სამკაულის დასამზადებლად. ონიქსი ითვლება ლიდერობისა და მამაცობის სიმბოლოდ. აგრეთვე მოიაზრება, რომ იგი მფლობელს უქრობს ყოველგვარ შიშს და ეხმარება კონცენტრაციაში მიზნის მისაღწევად.

Zenger დაარსდა ბრუკლინში, ნიუ იორკში, რომლის მთავარი მიზანიცაა მიაწოდოს მომხარებელს მაღალი ხარისხის სამკაულები და აქსესუარები. დროთა განმავლობაში ზენგერი ხვეწავს აქსესუარების დიზაინს და ანიჭება მას საუცხოო სახეს.