GEL210
გაყიდვაშია
+

Manuel - შავი ნალექოვანი იასპისის ქვისა და მაჰაგონის ხის სამაჯური. ბრენდი Boybeads. აწყობილია ხელით. 10 მმ ბურთულები. ვერცხლისფრად ტონირებული Boybeads-ის საფირმო ჩარმი. გრავირებული ბრენდის სახელი. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია აშშ-ში, ნიუ-იორკში.

იასპი - მთის შემადგენელი ნაწილია მასიური წვრილმარცვლოვანი ქანის სახით, რომელიც ძირითადად ნაგებია ქალცედონით, კვარცითა და სხვა მინერალებით. იგი გამოირჩევა სიმაგრითა და სიმტკიცით. იასპი მეტწილად მეტამორფიზებული კაჟბადიანი რადიოლარიული ან თიხოვან-კაჟბადიანი ნალექია, რომელიც გენეტიკურად დაკავშირებულია ეფუზივებთან და ტუფებთან. მას რამდენიმე სახესხვაობა გააჩნია, რაც დამოკიდებულია წარმოშობის ადგილსა და მინარევებზე. იასპი გამოირჩევა ფერთა ფართო ასორტიმენტით, რაც დამოკიდებულია იმ მინერალებზე, რომელთა გავლენითაც ფორმირდება ზემო აღნიშნული ქვა. მისი სახეობები აგრეთვე განსხვავდება მოლეკულური აგებულებით.

იასპი პალეოლითური პერიოდიდან არის ცნობილი. მას პირველყოფილი ადამიანები მოიპოვებდნენ და იყენებდნენ საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანიშნულებით, ძირითადად ამზადებდნენ სამკაულებს. ძველ ეგვიპტეში მისგან ამზადებდნენ ღმერთების ფიგურებს. რომაელები იასპს მიიჩნევდნენ სამკურნალო ქვად და იყენებდნენ სხვადასხვა დამცავი ამულეტების შესაქმნელად. იგი დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული საიუვილერო ქვაა, რომელსაც აქტიურად იყენებენ სამკაულების დასამზადებლად. მისი დამუშავება ძალზედ რთული პროცესია. იასპი ითვლება ფიზიკური სიძლიერის და სიცოცხლის სიმბოლოდ. მიიჩნევენ, რომ იგი აბრკოლებს ნეგატიურ ენერგიას და აგრეთვე ხელს უწყობს სხეულის ტონუსში ყოფნას.

მაჰაგონი - იგივე წითელი ხე აერთიანებს ტროპიკული ხეების რამდენიმე სახეობას. მაჰაგონის მერქანი და მისი შიგთავსი გამოირჩევა საუცხოო წითელი შეფერილობით. სახელწოდება უკავშირდება დასავლეთ ამერიკაში მცხოვრებ ინდიელ ტომებს და მომდინარეობს „ Swietenia mahagoni“ სიტყვისგან, რაც ნიშნავს წითელ ხეს. ამ სახეობის აქტიური გამოყენება დაიწყეს ინგლისელმა კოლონიზატორებმა XVII საუკუნეში. მისგან ამზადებდნენ სხვადასხვა ძვირფას ავეჯსა და ორნამენტებს. XIX საუკუნეში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ხელოვნების სფეროში, იგი გამოიყენებოდა სკულპტურების, აქსესუარებისა და თეატრალური ნიღბების დასამზადებლად. დღესდღეობით წითელი ხე ენდემურ სახეობას მიეკუთვნება და მისი მოპოვება შეზღუდულია, მაგრამ ამავდროულად მოდის სამყაროში იგი სულ უფრო აქტუალური ხდება. იუველირები მაჰაგონსა და სხვადასხვა მინერალურ ქვას უთავსებენ ერთმანეთს და ქმნიან საუცხოო სამკაულებს.

Boybeads - ბრენდი, რომლის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია. დიზაინერების ინსპირაციის წყარო გახდა ქალაქი ნიუ-იორკი, სადაც მდებარეობს მათი სათაო ოფისი. უნიკალური დიზაინის აქსესუარების თითოეული დეტალი აღწერს მეგაპოლისის დინამიური ცხოვრების სტილის. სამკაულები გამოირჩევა სისადავითა და ამავდროულად ორიგინალური ორნამენტებით. ბრენდის მთავარი მიზანია დახვეწოს და იდიალურობამდე მიიყვანოს ჩაცმულობა ელეგანტური აქსესუარების მეშვეობით. თითოეული მინერალი გამოირჩევა სინატიფითა და უნიკალური შემადგენლობით, რაც ინდივიდუალურობას სძენს Boybeads-ის საიუველირო ნაწარმს.