GEL240
გაყიდვაშია
+

Erin - ფირუზის, ლავის და ონიქსის ქვის კომბინირებული სამაჯური Boybeads-ის ბრენდის. აწყობილია ხელით. მაღალი ხარისხის მოვერცხლილი მეტალი. 10მმ ბურთულები. გრავირებული ბრენდის სახელი, ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია აშშ-ში, ნიუ-იორკში.

ფირუზი - წარმოიქმნება მთის დანალექ ქანებში დედამიწის ქერქში მიმდინარე ხანგრძლივი დაბალ ტემპერატურული და ჰიპერგენური პროცესების შედეგად. მკვრივი კრისტალური მასების სახით მიმოფანტულია მთის სხვადასხვა ფენებში. შეფერილობა დამოკიდებულია იმ მინარევებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში იღებენ მონაწილეობას, ძირითადად კი სპილენძზე, რაც უფრო მეტი რაოდენობითაა წარმოდგენილი შემადგენლობაში მით უფრო მუქია მინერალის ფერი. იგი საკმაოდ მყარი ქვაა, მაგრამ სენსიტიურია მაღალი ტემპერატურის მიმართ. მისი დასახელება მომდინარეობს სპარსული სიტყვისგან „Firuza, რაც ნიშნავს გამარჯვებას და ბედნიერებას. ამ მინერალის მოპოვების ისტორია ძვ. წ. 6000 წელს იწყება. იგი ეგვიპტეში წმინდა ქვად ითვლებოდა და ფარაონებისთვის სპეციალურ სამკაულებს ამზადებდნენ. ეგვიპტის მმართველები ათასობით ადამიანს გზავნიდნენ სინაის ნახევარკუნძულის უდაობნოებში ამ საუცხოო მინერალის მოსაპოვებლად. აგრეთვე აცტეკები მას ღმერთების ქვად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ იგი იყო სიმბოლო, რომელიც აერთიანებდა დედამიწასა და ცას, ცეცხლსა და მზეს. მექსიკაში აცტეკური ნანგრევების გათხრისას აღმოაჩინეს სხვადასხვა ღმერთების ქანდაკებები, რომლებიც ფირუზისგან იყო დამზადებული. დღესდღეობით ამ მინერალს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საიუვილერო ინდუსტრიაში. თანამედროვე მოდის სამყაროში მას იყენებენ სხვადასხვა აქსესუარების დასამზადებლად. ფირუზს მიიჩნევენ ბედნიერებისა და მშვიდობის სიმბოლოდ. ამბობენ, რომ მას შეუძლია ნეგატიური ენერგიის საკუთარ თავზე აღება და ამით მეპატრონის დაცვა იმ ფაქტორებისგან, რომლებიც მის არსებულ მდგომარეობაზე ცუდ ზეგავლენას მოახდენენ. ამ მინერალს უკავშირდება უამრავი ლეგენდა თუ თქმულება, შესაძლებელია ეს ყველაფერი ზემოაღნიშნული თვისებებიდან გამომდინარეობდეს.

ონიქსი - წარმოადგენს ქალცედონის სახესხვაობას. იგი წარმოიქმნება მინერალთა სხვადასხვა ჯგუფების შერწყმით. მისი შეფერილობა დამოკიდებულია მოპოვების ადგილსა და იმ მინერალთა ჯგუფებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში მონაწილეობენ მაგალითად კვარცისა და მარმარილოს მინარევებზე. მისი მოპოვების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ონიქსს ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში იყენებდნენ სხვადასხვა ღმერთების ფიგურების დასამზადებლად, რომლებიც ძვ. წ. 5000 წლით თარიღდება. იგი აგრეთვე ითვლება ბიბლიურ ქვად. ის ნახსენებია ბიბლიის პირველ გვერდებზე სამოთხის აღწერის დროს. საიუველირო ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩევა, მას იყენებენ სხვადასხვა სამკაულის დასამზადებლად. ონიქსი ითვლება ლიდერობისა და მამაცობის სიმბოლოდ. აგრეთვე მოიაზრება, რომ იგი მფლობელს უქრობს ყოველგვარ შიშს და ეხმარება კონცენტრაციაში მიზნის მისაღწევად.

ვულკანური ქვა - წარმოიქმნება ვუნკანიდან გავარვარებული მაგმური მასის დედამიწის ზედაპირზე ამოფრქვევის დროს. ამ ცხელი მასის გაციებისას ან წყალთან კონტაქტის დამყარების დროს ვიღებთ ზემოაღნიშნულ ფოროვან მინერალს. შემადგენლობაში თითქმის ყველა მინარევია, რადგანაც იგი გადის ათეულობით ფენას დედამიწის ქანებში. მას გააჩნია რამდენიმე სახესხვაობა წარმოქმნის ადგილიდან გამომდინარე, განსხვავებულია აგრეთვე ფერთა სპექტრიც, რომელიც ძირითადად მუქ ფერებში მერყეობს. მისი მეორე სახელწოდებაა ბაზალტი, რომელიც ეთიოპური სიტყვისგან, „basal, bselt“ მომდინარეობს. ვულკანურ ქვას უძველესი დროიდან იყენებდნენ სხვადასხვა კულტურებში და მისგან ამზადებდნენ, როგორც ღმერთების ქანდაკებებს აგრეთვე სამკაულებს. რამდენიმე ათეული წლის წინ იუველირებმა დაიწყეს ამ მინერალის შეთავსება სხვადასხვა ძვირფას ლითონებთან და ამ კომბინაციით აქსესუარების შექმნა. დღესდღეობით თანამედროვე მოდის სამყაროში ეს მინერალი აქტიურად გამოიყენება. ვულკანური ქვა ითვლება ცოდნისა და სიბრძნის სიმბოლოდ. აგრეთვე მოიაზრება, რომ იგი მფლობელს ეხმარება სტრესული მდგომარეობის დაძლევასა და განტვირთვაში. მისი ერთ-ერთი ამოუცნობი თვისება კი გახლავთ ის, რომ იგი უჩვეულოდ დიდხანს ინარჩუნებს მიღებულ სითბოსა და ენერგიას.

Boybeads ბრენდის სამაჯურები ხელით მზადდება ნიუ-იორკში. პროდუქტის მთავარ წყაროს წარმოადგენს ნატურალური ქვები, სინატიფე და მაღალი ხარისხის ადგილობრივი მინერალები.