Dumortierite Matte

GEL240
გაყიდვაშია
+

Dumortierite Matte - გლუვი დუმორტერიტის ქვის სამაჯური შავი დეტალით. ბრენდი Galebra. აწყობილია ხელით. 8მმ ბურთულები. უჟანგავი მეტალისგან დამზადებული შავი დეტალი. გრავირებული ბრენდის სახელი. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია შვედეთში.

დუმორტერიტი - მინერალი აღმოაჩინეს 1881 წელს საფრანგეთში, ალპების მთებში. ქვას ეს სახელი ფრანგი პალეონტოლოგის ე. დუმორტე-ს საპატივცემულოდ დაერქვა. არსებობს მისი რამდენიმე სახესხვაობა. მისი შეფერილობა ძირითადად ლურჯია, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს აგრეთვე ვარდისფერი, ყვითელი და მწვანე ფერებიც. იუველირები მას იყენებენ სხვადასხვა სამკაულის დასამზადებლად. ითვლება, რომ ეს მინერალი ადამიანს იცავს ნეგატიური აურისგან. იგი სიმბოლოა სულიერი სიმშვიდისა და სიბრძნის.

დიზაინი - გალებრას დიზაინი სიღრმისეულად არის გააზრებული. მისი მთავარი დანიშნულებაა იდეალურობამდე მიიყვანოს თქვენი ჩაცმულობა. მისი მიზანი არა ინდივიდუალურობის შეცვლა, არამედ თავდაჯერებულობის ამაღლებაა. თითოეული ქვა გამოირჩევა უნიკალური სტრუქტურით. ისინი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მთებშია მოპოვებული, შემდეგ კი დამუშავებული. გალებრა გთავაზობთ ფართო არჩევანს, რომელიც დაფუძნებულია სისადავეზე.

ხარისხი - გალებრას მთავარი პრიორიტეტია. მატერიალები შერჩეული და დამუშავებულია დიზაინერების მიერ შვედეთში. ზედამხედველობის ქვეშაა და დიდი ყურადღება ეთმობა, წარმოების თითოეულ ნაბიჯს. ყოველი სამკაული საწარმოს დატოვებამდე ყურადღებითაა შემოწმებული. საბოლოო პროდუქტი არ მტკიცდებას სანამ თითოეული დეტალი არ გაივლის ტესტირებას.