GEL240
გაყიდვაშია
+

ლურჯი კვარცის სამაჯური - მოოქროვილი დეტალით. ბრენდი Galebra. აწყობილია ხელით. 8მმ კვარცის ბურთულები და მოოქროვილი უჟანგავი მეტალი გრავირებული ბრენდის სახელით. უნივერსალური ზომა. ერთმანეთთან დაკავშირებულია ელასტიური სიმით. დამზადებულია შვედეთში.

კვარცი - დედამიწის ქერქში ყველაზე გავრცელებული მინერალია. წარმოიქმნება მაგმური, პეგმატიტური, ჰიდროთერმული და ნალექოვანი პროცესების გზით. გააჩნია რამდენიმე სახესხვაობა, რაც დამოკიდებულია მოპოვების ადგილსა და იმ მინარევებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში მონაწილეობენ. იგი გამოირჩევა აგრეთვე ფერთა ფართო ასორტიმენტით. მის კრისტალებს ძირითადად პრიზმული ფორმა აქვთ, იშვიათად გვხვდება ბიპირამიდული აგებულებით. იგი გამოირჩევა სიმაგრით, რაც განპირობებულია კრისტალების განლაგებით. დასახელება „კვარცი“ მომდინარეობს გერმანული სიტყვისგან, რომელიც გამოიყენებოდა შუა საუკუნეებში ,Twarcრაც ნიშნავს მყარს. კვარცი ცნობილია უძველესი დროიდან. დანიშნულება განსხვავდებოდა კაცობრიობის განვითარების ეტაპებიდან გამომდინარე. პირველყოფილი ადამიანები მისგან ამზადებდნენ საბრძოლო ასევე სამუშაო იარაღებს. მესოპოტამიაში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ზემოაღნიშნული ნივთები ძვ. წ. 7000 წლით თარიღდება. დღესდღეობით კვარცი საიუველირო ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება. მისგან ამზადებენ სხვადასხვა სამკაულებსა და ამულეტებს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი გახლავთ ის, რომ იგი ითვლება იღბალისა და მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოდ.

სამკურნალო ეფექტები: გმატებს კონცენტრაციის უნარს, კარგია მახსოვრობისთვის და გეხმარებათ სწავლაში. კვარცი ასევე ამცირებს აგრესიას.

დიზაინი - გალებრას დიზაინი სიღრმისეულად არის გააზრებული. მისი მთავარი დანიშნულებაა იდეალურობამდე მიიყვანოს თქვენი ჩაცმულობა. მისი მიზანი არა ინდივიდუალურობის შეცვლა, არამედ თავდაჯერებულობის ამაღლებაა. თითოეული ქვა გამოირჩევა უნიკალური სტრუქტურით. ისინი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მთებშია მოპოვებული, შემდეგ კი დამუშავებული. გალებრა გთავაზობთ ფართო არჩევანს, რომელიც დაფუძნებულია სისადავეზე.

ხარისხი - გალებრას მთავარი პრიორიტეტია. მატერიალები შერჩეული და დამუშავებულია დიზაინერების მიერ შვედეთში. ზედამხედველობის ქვეშაა და დიდი ყურადღება ეთმობა, წარმოების თითოეულ ნაბიჯს. ყოველი სამკაული საწარმოს დატოვებამდე ყურადღებითაა შემოწმებული. საბოლოო პროდუქტი არ მტკიცდებას სანამ თითოეული დეტალი არ გაივლის ტესტირებას.