ძველი ფასი: GEL690
GEL520
დანაზოგი: GEL170 (25%) დანაზოგი 25%
გაყიდვაშია
+

Arrow Cuff - ვერცხლის სამაჯური. ბრენდი Atolyestone. აწყობილია ხელით. 3მმ დიამეტრი. შავი ფიანიტის კრისტალებით გაფორმებული 925 სინჯის სუფთა ვერცხლისაგან დამზადებული Atolyestone-ის საფირმო ორნამენტი. გრავირებული ბრენდის სახელი. უნივერსალური ზომა. დამზადებულია ბრიტანეთში, ლონდონში.

ფიანიტი - ცირკონის სახესხვაობაა, რომელიც მოიპოვება დედამიწის ქერქის ლითოსფეროში. მისი კრისტალიზაციის პროცესი მიმდინარეობს ლაბორატორიებში. იგი სიმაგრით თითქმის ალმასს უტოლდება. შეფერილობა დამოკიდებულია იმ მიერალთა მინარევებზე, რომლებიც გამოიყენება მის წარმოქმნაში. იგი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს იუველირებში და იყენებენ სხვადასხვა სამკაულის დასამზადებლად. ფიანიტის ლაბორატორიული გზით მიღების ისტორია მე-20 საუკუნის სამოცდაათიან წლებში დაიწყო. ის აგრეთვე გამოიყენება აქსესუარებში ძვირად ღირებული ქვების შემცვლელად. იგი ითვლება მოგზაურობის და დინამიური ცხოვრების სიმბოლოდ, სწორედ ამის გამო მისგან ამზადებენ სხვადასხვა ამულეტებს.

Atolyestone წარმოადგენს უმაღლესი დონის საუიველირო ბრენდს, რომლის მთავარი ოფისიც მდებარეობს ლონდონში. Atolyestone-ის მთავარი მიზანია იდეალურად და ჰარმონიულად შეახამოს ერთმანეთთან ტრადიციული ქვები და ამულეტები, თანამედროვე ოქროსა და ვერცხლის სტილთან. დღესდღეობით Atolyestone რჩება ერთგული თავისი ორიგინალური სტილის და ამასთანავე იდეალურად ახდენს მსოფლიო უმაღლესი საიუველირო სტილის წარმოჩენას განსხვავებული სახით.

Atolyestone-ი მიისწრაფის შექმნას უნიკალური დიზაინის საიუველირო ნაწარმი და აქსესუარები, რომელიც განსხვავებული იქნება არსებული ნორმისაგან. პროდუქციის შექმნისას გამოყენებული უმაღლესი ხარისხის მასალა და თითოეული ნაწილის სიღმრისეულად შესწავლა, მათ კოლექციას სძენს გამძლეობასა და უნიკალურობას. დიზაინერების კრეატიულობა და მათი ნიჭი Atolyestone-ის კოლექციას გამოარჩევს სხვა ბრენდებისგან.