GEL240
არ არის გაყიდვაში

ფირუზის სამაჯური - მოოქროვილი დეტალით. ბრენდი Galebra. აწყობილია ხელით. 8მმ ფირუზის ბურთულები და მოოქროვილი უჟანგავი მეტალი . გრავირებული ბრენდის სახელი. ერთმანეთთან დაკვშირებულია ელასტიური სიმით. უნივერსალური ზომა. დამზადებულია შვედეთში.

ფირუზი - წარმოიქმნება მთის დანალექ ქანებში დედამიწის ქერქში მიმდინარე ხანგრძლივი დაბალ ტემპერატურული და ჰიპერგენური პროცესების შედეგად. მკვრივი კრისტალური მასების სახით მიმოფანტულია მთის სხვადასხვა ფენებში. შეფერილობა დამოკიდებულია იმ მინარევებზე, რომლებიც მის წარმოქმნაში იღებენ მონაწილეობას, ძირითადად კი სპილენძზე, რაც უფრო მეტი რაოდენობითაა წარმოდგენილი შემადგენლობაში მით უფრო მუქია მინერალის ფერი. იგი საკმაოდ მყარი ქვაა, მაგრამ სენსიტიურია მაღალი ტემპერატურის მიმართ. მისი დასახელება მომდინარეობს სპარსული სიტყვისგან „Firuza, რაც ნიშნავს გამარჯვებას და ბედნიერებას. ამ მინერალის მოპოვების ისტორია ძვ. წ. 6000 წელს იწყება. იგი ეგვიპტეში წმინდა ქვად ითვლებოდა და ფარაონებისთვის სპეციალურ სამკაულებს ამზადებდნენ. ეგვიპტის მმართველები ათასობით ადამიანს გზავნიდნენ სინაის ნახევარკუნძულის უდაობნოებში ამ საუცხოო მინერალის მოსაპოვებლად. აგრეთვე აცტეკები მას ღმერთების ქვად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ იგი იყო სიმბოლო, რომელიც აერთიანებდა დედამიწასა და ცას, ცეცხლსა და მზეს. მექსიკაში აცტეკური ნანგრევების გათხრისას აღმოაჩინეს სხვადასხვა ღმერთების ქანდაკებები, რომლებიც ფირუზისგან იყო დამზადებული. დღესდღეობით ამ მინერალს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საიუვილერო ინდუსტრიაში. თანამედროვე მოდის სამყაროში მას იყენებენ სხვადასხვა აქსესუარების დასამზადებლად. ფირუზს მიიჩნევენ ბედნიერებისა და მშვიდობის სიმბოლოდ. ამბობენ, რომ მას შეუძლია ნეგატიური ენერგიის საკუთარ თავზე აღება და ამით მეპატრონის დაცვა იმ ფაქტორებისგან, რომლებიც მის არსებულ მდგომარეობაზე ცუდ ზეგავლენას მოახდენენ. ამ მინერალს უკავშირდება უამრავი ლეგენდა თუ თქმულება, შესაძლებელია ეს ყველაფერი ზემოაღნიშნული თვისებებიდან გამომდინარეობდეს.

სამკურნალო ეფექტები: ფირუზს მიიჩნევენ ერთ-ერთ უძველეს დამცავ ამულეტად, რომელიც ასევე ითვლება სიმდიდრის სიმბოლოდ და იცავს ადამიანს უარყოფითი აურისაგან. იგი იზიდავს ერთგულ და ბრძენ ადამიენებს. დამუხტულია დადებითი ენერგიით.

დიზაინი - გალებრას დიზაინი სიღრმისეულად არის გააზრებული. მისი მთავარი დანიშნულებაა იდეალურობამდე მიიყვანოს თქვენი ჩაცმულობა. მისი მიზანი არა ინდივიდუალურობის შეცვლა, არამედ თავდაჯერებულობის ამაღლებაა. თითოეული ქვა გამოირჩევა უნიკალური სტრუქტურით. ისინი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მთებშია მოპოვებული, შემდეგ კი დამუშავებული. გალებრა გთავაზობთ ფართო არჩევანს, რომელიც დაფუძნებულია სისადავეზე.

ხარისხი - გალებრას მთავარი პრიორიტეტია. მატერიალები შერჩეული და დამუშავებულია დიზაინერების მიერ შვედეთში. ზედამხედველობის ქვეშაა და დიდი ყურადღება ეთმობა, წარმოების თითოეულ ნაბიჯს. ყოველი სამკაული საწარმოს დატოვებამდე ყურადღებითაა შემოწმებული. საბოლოო პროდუქტი არ მტკიცდებას სანამ თითოეული დეტალი არ გაივლის ტესტირებას.